მოკლევადიან ჭრილში საწვავის ფასები უნდა შემცირდეს – კონკურენციის სააგენტო

ლარის კურსის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის/პლატსის ფასის შემცირების ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, საცალო ფასები ქვეყანაში მოკლევადიან ჭრილში უნდა შემცირდეს. ამის შესახებ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2025 წლის პირველი კვარტალის შედეგები დღეს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ აპრილში ნედლი ნავთობის ფასი დამატებით 8-10%-ით შემცირდა და კლების ტრენდს ინარჩუნებს.
ანგარიშის მიხედვით, ბენზინსა და დიზელზე, იანვარში ფასების ზრდა ფიქსირდება, ხოლო მარტში – ფასების კლება. იანვრის თვეში, საცალო ფასის ზრდა, ძირითად შემთხვევებში, განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით. ხოლო მარტში კლება განპირობებული იყო რიგი კომპანიების შემთხვევაში იმპორტირებული / შიდა ბაზარზე შეძენილი საწვავის ღირებულების შემცირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში