,,მოკლედ, ეგ არის დღეს ოცნების მთავარი გასაჭირი და საფიქრალი” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
,,ქოცნებას ადგილობრივ არჩევნებზე ერთადერთი დილემა აქვს: როგორ დაიწეროს მილიონი ხმა ისე, რომ 65–70%–ზე მეტი არ აიღოს. არ უნდათ მეტისმეტად დიქტატორული 80–90 %. არადა მილიონი ხმის დაწერა უნდათ, რომ დაამტკიცონ, თითქოს 2024–ის არჩევნებში მართლა აიღეს ის მილიონი ხმა და ლეგიტიმაცია შეიძინონ.
რამდენსაც უნდათ დაიწერენ, რა პრობლემაა, მაგრამ შიშობენ, ვერ დასვამენ ციფრებს. უჭირთ. არ იციან , ოპოზიციის რამდენი მხარდამჭერი მივა არჩევნებზე. დიდი ალბათობით ვარაუდობენ, რომ ძალიან ცოტა. შესაბამისად, მათი მილიონი ხმა ძალიან დიდი პროცენტი გამოდის და მთლად ეგრეც არ უნდათ რომ ეს ძალიან სასაცილო გამოვიდეს. არ ვიცი როგორ გადაწყვეტენ ამ დილემას. ოპოზიციისთვის ხომ არ მიაცემინებენ ხმას სხვისი პირადობის ნომრებით მიყვანილ ხალხს. იზამდნენ მაგასაც, მაგრამ ეგეთი რეალთაიმ კონტროლი ძნელია პროცესზე და შეიძლება დიდი აცდენა გამოუვიდეთ.
მოკლედ, ეგ არის დღეს ოცნების მთავარი გასაჭირი და საფიქრალი. და ძალიან გთხოვთ, ნუ ჩამოჯდებითხოლმე ეთერებში და ნუ იწყებთ მტკიცებას, რომ ამ არჩევნების გაყალბებას არც ეცდება ოცნება და რაში ჭირდება. სულ რომ მარტო მონაწილეობდეს მაინც გააყალბებს. აღარ შეუძლია სხვანაირად.“

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?