“მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების ფართო სპექტრი” – ნატო-უკრაინის საბჭო რუსული საჰაერო თავდასხმების ესკალაციას მკაცრად გმობს

ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრაზე მოკავშირეებმა მკაცრად დაგმეს ზე რუსული საჰაერო თავდასხმების ესკალაცია, ასევე – ს მიერ ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული ბალისტიკური რაკეტებისა და ირანიდან მიღებული დრონების გამოყენება, – ამის შესახებ ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების ფართო სპექტრი და დღეს მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება უკრაინის თავდაცვის შემდგომი გაძლიერების შესახებ. ნატო-ს მეშვეობით, მოკავშირეები ყიდულობენ პეტრიოტის ათასამდე საჰაერო თავდაცვის რაკეტას მარაგების შესავსებად, რადგან ისინი განაგრძობენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას,” – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისათვის, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გუშინ გაიმართა. შეხვედრა უკრაინულმა მხარემ რუსეთის მხრიდან ბოლო დროს გახშირებული თავდასხმების განსახილველად მოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ