“მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით“ – ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრი მიიღო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში შეხვდა ოკუპირებული ს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ლავროვმა ოლეგ ბარციცს „წარმატებები უსურვა ახალ ასპარეზზე“ და ხაზი გაუსვა მის წვლილს რუსეთსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდაში, ბარციცი მანამდე მოსკოვში “აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლის” თანამდებობას იკავებდა და “პრეზიდენტობის კანდიდატიც” იყო.
ლავროვის სიტყვებით „ და აფხაზეთი მოკავშირეები არიან მრავალსაუკუნოვანი ისტორიით”, რომლებიც “დღეს აყალიბებენ უსაფრთხოების და თავდაცვის საერთო სივრცეს”.
მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს “აფხაზური სოციალურ-ეკონომიკური საკანონმდებლო ბაზის რუსულთან” ჰარმონიზაციის პროცესი, საპენსიო, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში კონკრეტული შედეგების მიღწევისთვის.
ლავროვმა გაიხსენა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და “აფხაზეთის პრეზიდენტის“ ბადრა გუნბას ორგზის შეხვედრა, სადაც “სტრატეგიული დღის წესრიგი მოხაზეს” და რომლის “დეტალიზება მოხდება და განვითარდება”.
„დღეს ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც ორმხრივი გეგმები და დავალებები, ასევე ის, თუ როგორ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, – აღნიშნა ლავროვმა.
თავის მხრივ ბარციცმა, მადლობა გადაუხადა ლავროვს „მხარეებს შორის“ ურთიერთობების განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის, ასევე „აფხაზეთის ინტერესების მხარდაჭერისთვის“.
„ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გლობალური და ყოვლისმომცველი ხასიათი აქვს. დღეს მას დამატებითი იმპულსი მიეცა“, – განაცხადა მან, ისაუბრა კერძოდ, „მასშტაბური და ამბიციური პროექტების“, მათ შორის სოხუმის აეროპორტის გახსნისა და რკინიგზის აღდგენის განხორციელებაზე.
მისი სიტყვებით რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთქმედების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია „სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში ზოგადი კონტურის, უსაფრთხოების ზოგადი არქიტექტურის შენარჩუნება“.
„ჩვენ ვმუშაობთ როგორც პარტნიორები, როგორც მოკავშირეები, გვესმის რა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთქმედების ეს ასპექტები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ატარებს შეუქცევად, ინტენსიურ ხასიათს, დაფუძნებულს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ჭეშმარიტად მოკავშირე, პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე“, – დასძინა მან.
საქართველო და მისი საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.
ფორუმი