მოიხსნას ის ბარიერი, რომელიც კედლადაა აღმართული 10 ათასობით ადამიანსა და პარტიას შორის! ეს ბარიერი ნამდვილად ლევან ხაბეიშვილია – ზვიად კუპრავა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს. მისი თქმით, მძიმე პოლიტიკური კრიზისი “ნაციონალურ მოძრაობაში” სწორედ ხაბეიშვილის მმართველობამ გამოიწვია.
“მოიხსნას ის ბარიერი, რომელიც არის აღმართული კედლად 10 ათასობით ადამიანსა და პარტიას შორის. ეს ბარიერი ნამდვილად არის . ეს იქნება დიდი რესტარტის დასაწყისი, რომელიც პარტიას შთაბერვას ახალ სუნთქვას. იმედია, ეყოფათ კეთილგონიერება იქ, სადაც ეს არის საჭირო. რაც შეეხება გაფართოებას, ჩემი აზრით, გაფართოება არ არის ის ნაბიჯი, რომელი ნაბიჯითაც უნდა იაროს დღეს პარტიამ. საუკეთესო გამოსავალი იქნება გაერთიანება ორივე პოლიტსაბჭოში. რაც შეეხება ხელმოწერას, მე მას უახლოეს პერიოდში მოვაწერ ხელს, მას შემდეგ, რაც დატოვებს საპატიმროს და მასთან ერთად, დიდი სიამოვნებით მოვაწერდი ხელს,” – აცხადებს ზვიად კუპრავა.
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი იმედაშვილმა.
“ერთადერთი ვარიანტი აქვს, რომ რაღაც ილუზია შექმნას, თითქოს ვიღაცას მასთან მისვლა უნდა და ა.შ. დღეს, ალბათ, ეცდებიან, რომ რაღაც იმიტაცია გააჩინონ იმის, რომ თითქოს, ხალხი მას უერთდება… ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს პარტია ნუ გადაჰყვება ერთი ადამიანის რაღაც სულელურ, შეუფერებელ აქტივობებს, რომელიც მას უკარნახეს ქვეყნის გარედან და ყველამ ვიცით საიდან. ნუ გადავაყოლებთ ამხელა პოლიტიკურ ბრძოლას ამ სიბეცეს, რასაც ეს კაცი ავლენს,” – ამბობს გიორგი იმედაშვილი.
ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე, პარტია პოლიტსაბჭოს გაფართოებას აანონსებს. სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი უნდა გახდეს საბჭოს შემადგენლობა.
მოქმედი მენეჯმენტი მათთან დაპირისპირებულ ჯგუფებს სთავაზობს, ხელი მოაწეროს სააკაშვილის მანიფესტს.
ცნობილი ხდება, რომ ს თანამოაზრეებიდან სამი პირი აწერს ხელს მანიფესტს და, სავარაუდოდ, ისინი პოლიტიკური საბჭოს სხდომასაც დაესწრებიან. ესენი არიან ირაკლი ეძგვერაძე, ეკა წამალაშვილი და გია ჭანტურია. თუმცა, მანამდე ცნობილი იყო, რომ ნიკა მელიას მომხრეები არ აპირებდნენ ერთობის მანიფესტზე ხელის მოწერას.

ასევე დაგაინტერესებთ

სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი – რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ

ვანო მერაბიშვილი მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი – ჩემთან ორჯერ აქვს დარეკილი მერაბიშვილს, შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი “ქეშის” სახით უკან უნდა წამოსულიყოო

ჩემი ძმა მიიყვანეს „კუდ-ის“ შენობაში, [დავით] ლორთქიფანიძემ და [ზურაბ] ლალიაშვილმა განუცხადეს, ეხლა წახვალ დიღომში, ტოიოტას ცენტრში 8 „პრადოს“ იყიდი შავებს, აქ ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქედან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო