მოისწრაფიშვილი “კოლხეთი 1913”-ის ფეხბურთელი გახდა

ფოთის “კოლხეთის” პრესსამსახურის ცნობით, მათ გუნდში გიორგი მოისწრაფიშვილი გადავიდა:
“ფოთის “კოლხეთი 1913”-თან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა, რომელსაც სანაკრებო დონეზე სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში უთამაშია.
მან თამაში ჩვენს ქალაქში დაიწყო, ხოლო 10 წლის ასაკიდან თბილისის “დინამოს” აკადემიაში იქნა მიწვეული. 23 წლის გიორგის დიდი ნაწილი სწორედ “დინამოში” აქვს გატარებული, ერთი სეზონი “თელავში” იჯარით თამაშობდა და ასევე უასპარეზია ბელგიურ ” ბევერენში”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში