“მოიგებს თუ არა წელს “არსენალი” ტიტულს?” – არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა

“მოიგებს თუ არა წელს “არსენალი” ტიტულს?” – არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
ლეგენდარულ არსენ ვენგერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შეძლებს თუ არა წელს “არსენალი” რაიმე ტიტულის მოგებას, რაზეც ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მას ამის 100%-ით სჯერა.
“გახდება თუ არა წელს “არსენალი” ჩემპიონი? დიახ, ამაში ეჭვი არ მეპარება. შეიძლება ითქვას, რომ ყოველ წელს ერთსა და იმავეს ვამბობ, მაგრამ ამ სეზონში მათ საკმარისად ძლიერი გუნდი ჰყავთ ნებისმიერი სირთულის დასაძლევად.
როდესაც გასულ სეზონში კაი ჰავერცი და ბუკაიო საკა დაკარგეს, ეს უკვე ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ახლა მათ ნონი მადუეკე, ებერეჩი ეზე, გაბრიელ მარტინელი და ლეანდრო ტროსარი ჰყავთ. დაცვაში კრისტიან მოსკერა ჰყავთ და ფლანგებსა და ცენტრალურ დაცვაში როტაციის ვარიანტები აქვთ. მაილს ლუის-სკელი ჯერ კიდევ არ არის ძირითად შემადგენლობაში ბოლომდე ადაპტირებული, მაგრამ ის ინგლისის ნაკრების წევრია”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Sports Illustrated-ი.
შეგახსენებთ, “არსენალმა” გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაახლოებით 293 მილიონი ევრო დახარჯა და შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიერა.
“იამალი თუ გიულერი?” – კასანომ არჩევანი გააკეთა
100-იანთა კლუბში – სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
“კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?” – ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს – “სპორტინგი” “ნაპოლისთან” დამარცხდა
არსენ ვენგერმა, მისი აზრით, მუნდიალის მთავარი ფავორიტი დაასახელა
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება – რაიამ საწადელს მიაღწია
[VIDEO] დრამა “სენტ ჯეიმს პარკზე” – “არსენალმა “ნიუკასლს” ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? – პასუხი მარტივია
“თუ “არსენალი” წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ” – რობერ პირესი
ვენგერის აზრით, გერმანელთა წარუმატებლობის მიზეზი პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობაა
“იუვენტუსი”, პსჟ და “რეალი” უარით გავისტუმრე – ვენგერმა “არსენალში” გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
“არსენალის” და “ინტერის” დამაჯერებელი გამარჯვებები და “ნაპოლის” განადგურება პსვ-სთან