„მოიარე საქართველო“-„გემო ფესტი“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტები შიდა ტურიზმის განვითარებისთვის

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 2023 წელს, კიდევ ერთი ახალი პროექტი „მოიარე საქართველო“ დაიწყო. ფოტო-ვიდეო კამპანია რაჭაში ჩატარდა და ეტაპობრივად მთელ საქართველოს მოიცავს.
„მოიარე საქართველო“ კამპანიის ფარგლებში მზადდება ვიდეორგოლები და ფოტო მასალა. ცნობილი ადამიანები, ინფლუენსერები მოგზაურობენ რეგიონებში, გვაცნობენ ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს, სათავგადასავლო ტურიზმის ყველაზე შთამბეჭდავ ადგილებს, კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობასა და ადგილობრივ სამზარეულოს.
საქართველოს რეგიონებში კულინარიული ტურიზმის განვითარებისათვის გრძელდება პროექტი „გემო ფესტი“. ფესტივალი წელს მესტიასა და ქუთაისში გაიმართა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, კონცერტები და გასართობი სივრცეები. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ წარედგინათ, როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ადგილობრივი კერძები.
2023 წელს, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სვანეთში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, გურიაში, თუშეთში, კახეთში საინფორმაციო, გასტრონომიული და გაცნობითი ტურები გამართა. ტურებში ფოტოგრაფები, ჟურნალისტები, შეფმზარეულები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტების მიზანია რეგიონების და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია, შიდა ტურისტული ნაკადების გაზრდა, ადგილობრივი მეწარმეების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა