“მოთხოვნაა, რეფერენტული სისტემა სწორად და ადეკვატურად იყოს განხილული” – მარგველაშვილი

“არსებული სისტემის დახვეწა შესაძლებელია და წინადადებები არაერთხელ წარვადგინეთ” , – ამის შესახებ :”საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, ირაკლი მარგველაშვილმა რეფერენტული ფასების სისტემაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, არსებული სისტემის დახვეწა შესაძლებელია.
“არ შეიძლება, რეფერენტული ფასები ყველა მედიკამენტს ეხებოდეს. რადიკალური ნაბიჯები არამც და არამც, არამედ არსებული სისტემის დახვეწაა შესაძლებელი. წინადადებები არაერთხელ წარვადგინეთ და გავაჟღერეთ. იმედია, გაჟღერებულ წინადადებებს ახალი ხელმძღვანელი ყურადღებას მიაქცევს”, – განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.