მოთმინებით ველოდებით -ის პოზიციას საქართველოსთან მიმართებით და იმედი გვაქვს, რომ ის აბსოლუტურად უხეში და უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც იყო 2024 წლამდე, შეიცვლება ახალი მიდგომებით

მოთმინებით ველოდებით -ის პოზიციას საქართველოსთან მიმართებით და იმედი გვაქვს, რომ ის აბსოლუტურად უხეში და უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც იყო 2024 წლამდე, შეიცვლება ახალი მიდგომებით
იმედი გვაქვს, რომ მთლიანობაში შეიცვლება ამერიკული ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს არის ზოგადი ოპტიმიზმი, რომელიც შეგვიძლია გამოვხატოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მოთმინებით ელოდება აშშ-ის პოზიციას და ხელისუფლებას იმედი აქვს, უხეში და უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც იყო 2024 წლამდე, შეიცვლება ახალი მიდგომებით.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს რომ მთლიანობაში შეიცვლება ამერიკული ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ეს არის ზოგადი ოპტიმიზმი, რომელიც შეგვიძლია გამოვხატოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით და იმედი გვაქვს, რომ ის აბსოლუტურად უხეში და უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც იყო 2024 წლამდე, შეიცვლება ახალი მიდგომებით.
რაც შეეხება კონკრეტულ აქტებს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენ, მთავარია, რომ გვაქვს კონკრეტული განაცხადი გაკეთებული აშშ-ის მიმართ და ველოდებით საპასუხო რეაქციას. ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეს საპასუხო რეაქცია,“- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

სწავლის გადასახადის გაუქმება მნიშვნელოვნად გაზრდის განათლების ხარისხს და უზრუნველყოფს, რომ ყველა სტუდენტს სწავლის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს, მიუხედავად ოჯახის ფინანსური მდგომარეობისა

არა მარტო ექსტრემიზმს, უკვე ტერორიზმსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ისე მათი მფარველი გარე პოლიტიკური ძალები – ასეთი ფაქტები კიდევ უფრო მეტად ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში