სამშაბათს, 24 ივნისს Human Rights Watch-მა (HRW) განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩრდილოეთ მოზამბიკში ჯიჰადისტმა ამბოხებულებმა სულ მცირე 120 ბავშვი გაიტაცეს. მათი თქმით ქვეყნის პრობლემურ კაბო დელგადოს პროვინციაში გატაცებების სულ უფრო ხშირდება.
როგორც ამბობენ, ბავშვებს ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული დაჯგუფება ალ-შაბაბი იყენებს ნაძარცვი საქონლის გადასატანად, იძულებითი შრომის შესასრულებლად და ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვ ჯარისკაცებად მსახურებისთვის ან იძულებით ქორწინებისთვის.
მოზამბიკი კაბო დელგადოში ისლამისტურ ამბოხებას 2017 წლიდან ებრძვის. სამთავრობო ძალებს ძალადობის შეკავება უჭირთ და რუანდის, სამხრეთ აფრიკის და სხვა რეგიონული პარტნიორების მიერ გაგზავნილი ჯარების მხარდაჭერის იმედზე არიან.
2020 წელს ამბოხებულებმა თავდასხმების მთელი რიგი განახორციელეს, რომლის დროსაც ათობით ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, თავი მოჰკვეთეს. თვითმხილველების თქმით, ქალაქებიდან და სოფლებიდან გატაცებული ბავშვები შემდგომ თავდასხმებში მებრძოლებად გამოიყენეს.
გაეროს მონაცემებით, ძალადობის გამო 600 000-ზე მეტი ადამიანს მოუწია სახლის დატოვება. HRW-მ განაცხადა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში თავდასხმებისა და ბავშვების გატაცებების შემთხვევები კვლავ გახშირდა და მოუწოდა მოზამბიკის მთავრობას, მეტი გააკეთოს ბავშვების მოსაძებნად და შემდგომი გატაცებების თავიდან ასაცილებლად.
ფორუმი
