„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას“ – დევიდ მაკალისტერი

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოში შექმნილ ვითარებას აფასებს. მაკალისტერი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მოწოდებები გაითვალისწინოს.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს იმასაც, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ახალი სა და დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ მოწოდებების იგნორირების შემთხვევაში, ევროკავშირისგან და სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც, იქნება მკაცრი ნაბიჯები…
– „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტა 2028 წლის ბოლომდე გადაწყვიტა და ამის მიზეზად, „საქართველოს მიმართ ევროკავშირის უსამართლო პოლიტიკა და დამოკიდებულება“ დაასახელა. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის შეფასებით, ევროკავშირი გაწევრიანების საკითხს ხელისუფლების შანტაჟისთვის იყენებდა. როგორია თქვენი შეფასებები ამ საკითხებთან დაკავშირებით?
– 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის მიერ გამოვლენილ ცხრა მიმართულებით გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები. ეს ისტორიული გადაწყვეტილება იყო, უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოსთვის გადასულიყო ევროკავშირისკენ მიმავალ გზის მომდევნო ეტაპზე. თუმცა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, ისევე როგორც ბოლო არჩევნების საეჭვო შედეგებმა, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ქვეყნის მიმართულებასა და დღევანდელი რეჟიმის ზრახვებთან დაკავშირებით. კერძოდ, ე.წ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება სრულიად არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ევროკავშირს აქვს ძალიან მკაფიო სტანდარტები გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით. კოპენჰაგენის კრიტერიუმები სრულად უნდა შესრულდეს, სანამ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მანამდე, პროგრესი აშკარა უნდა იყოს რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროსთან დაკავშირებით, მათ შორის დემოკრატია, კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. ევროკავშირი კი შესაბამისად მოიქცა.
ამ ყველაფერს „შანტაჟთან“ არანაირი კავშირი არ აქვს. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სამწუხარო ნაბიჯია, მაგრამ ის ემთხვევა იმას, რაც მოსალოდნელი იყო ასეთი რეჟიმის პოლიტიკისგან. ევროკავშირი კვლავაც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს მოვლენები და უზრუნველყოს ფუნდამენტური თავისუფლებების სრული პატივისცემა, ადამიანის უფლებების დაცვა და მედიის თავისუფლება.
– “ქართული ოცნების” ამ გადაწყვეტილების შემდეგ 45 დღეზე მეტია საპროტესტო აქციები იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. რა მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს ხალხის ხმას და რას ეტყოდით ქვეყნის მოქალაქეებს?
– ევროკავშირი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას. ჩვენ ვაღიარებთ, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას სურს თავისი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შორს იყო თავისუფლებისა და სამართლიანობისაგან. ამან ახალი „პარლამენტი“ და მის მიერ არჩეული „პრეზიდენტი“ ყოველგვარ დემოკრატიულ ლეგიტიმაციას მოკლებული გახადა. მართლაც შთამბეჭდავია აქციებზე მყოფი ქართველი ხალხის გამძლეობა და გამბედაობა.
ეჭვგარეშეა, რომ არჩევნები შეფერხდა პროცედურული ხარვეზებით, მათ შორის ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევა, იდენტიფიკაციის გაყალბებული პრაქტიკა, ამომრჩეველთა და ადგილობრივი საარჩევნო კომისიების დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და ხელისუფლების ღრმად პოლარიზებული რიტორიკა წინასაარჩევნოდ – ეს ხაზგასმულია ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის ეუთოს (ODIHR) ძლიერი უარყოფითი შეფასებით. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს რეჟიმის მიერ მიღებული არადემოკრატიული კანონმდებლობა და მისი მზარდი მტრული რიტორიკა ხაზს უსვამს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის არსებულ უზარმაზარ უფსკრულს. საქართველოს მოქალაქეებს შორის ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერა მუდმივად 80%-ზე მეტია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ქართველი ხალხის პროევროპული მისწრაფებების აქტიური მხარდაჭერა. ფოტოები, რომლებიც კვლავ ჩნდება თბილისიდან, მკაფიო მესიჯს აგზავნის: ქართველებს არ სურთ ს გავლენის ქვეშ მოხვედრა. ქართველმა ხალხმა გამოავლინა სურვილი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის.
– რა გეგმა აქვს ევროკავშირს საქართველოსა და მის მმართველ პარტიასთან დაკავშირებით? რა ნაბიჯებისთვის არის მზად ევროპა, რათა საქართველოს მმართველმა პარტიამ ხალხის ხმა გაიგოს? როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა მხოლოდ კომისიის წინადადება საქართველოდან დიპლომატებისა და ოფიციალური პირების დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ეფექტური ღონისძიება?
– ევროპარლამენტის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებული რეზოლუცია იძლევა მკაფიო სიგნალს: ბურთი საქართველოს ხელისუფლების მოედანზეა. „ქართული ოცნების“ კურსის კორექტირება, რომელიც გულისხმობს მოსკოვისგან დისტანცირებას და ევროკავშირთან თავსებადი დღის წესრიგის მიღებას, ნაკლებად სავარაუდოა. სანამ ხელისუფლება ამ მიმართულებით მკაფიო ცვლილებას არ გააკეთებს, პოლიტიკური ურთიერთობები მმართველ პარტიასთან უნდა შემცირდეს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი პრაქტიკულად გაყინულია ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ. საქართველოსთვის გათვალისწინებული 121 მილიონი ევროს არაპირდაპირი ფინანსური დახმარება შეჩერებულია. გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ გაყინა საქართველოს მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან, საიდანაც გათვალისწინებული იყო 30 მილიონი ევრო. გაყინული 120 მილიონი ევრო, რომელიც თავდაპირველად ევროკავშირისგან საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი მხარდაჭერისთვის იყო განკუთვნილი, ახლაუნდა გადანაწილდეს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის სასარგებლოდ. მიზანი უნდა იყოს თავისუფლების დარჩენილი სივრცეების დაცვა, საიდანაც შეიძლება წარმოიშვას ნამდვილი წინააღმდეგობა ავტორიტარული პრაქტიკის მიმართ. საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ხალხისგან უნდა მოდიოდეს. ევროპარლამენტმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში წამყვანი პირების სანქცირება მათი მავნებლური საქმიანობის გამო.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ორგანიზებისკენ. მოვუწოდებთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება.
– შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობების შეჩერების მცდელობისთვის სანქციები დაუწესა. 27 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში -ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და „შეარყიეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი“ რუსეთის სასარგებლოდ. რამდენად ხედავთ შანსს, რომ აშშ-ის შემდეგ, ევროკავშირი პირადად ბიძინა ივანიშვილს დაუწესებს სანქციებს?
– ევროპარლამენტმა მოუწოდა სანქციების დაწესებისკენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დემოკრატიული უკანდახევისა და ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ წასვლის გამო. ევროპარლამენტმა 28 ნოემბრის რეზოლუციაში დაგმო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, როგორც არათავისუფალი და არასამართლიანი. ისინი წარმოადგენენ ქვეყნის დემოკრატიული უკანდახევის კიდევ ერთ გამოვლინებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მმართველი პარტია “ქართული ოცნებაა”. ამ რეზოლუციით პარლამენტმა უარყო საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერი აღიარება. ჩვენ ცხადი ვიყავით, რომ არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარებულიყო ერთი წლის განმავლობაში საფუძვლიანი საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ.
ამ რეზოლუციაში პარლამენტმა ასევე მოუწოდა, დაწესდეს პერსონალური სანქციები საქართველოში იმ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევასა და სახელმწიფო ინსტიტუტების არასწორ გამოყენებაზე. მათ შორის არიან პრემიერ-მინისტრი , თბილისის მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დიახ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოლიგარქი . ჩვენ მოვუწოდეთ ევროკავშირს გაყინოს ბ-ნი ივანიშვილის მთელი აქტივები ევროკავშირში მისი როლის გამო საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში და ქვეყნის კონსტიტუციით დეკლარირებული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის, მათ შორის ქვეყანაში რუსეთის გავლენის სფეროს აღდგენის მცდელობისთვის.
ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან.
ს, როგორც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია, ორშაბათს, 2025 წლის 20 იანვარს, ვაშინგტონში გაიმართება. როგორც მთელი მსოფლიო, საქართველოც დიდი ინტერესით ელოდება ტრამპის პრეზიდენტობას. როგორ ფიქრობთ, როგორი ურთიერთობა იქნება მოსალოდნელი “ქართულ ოცნებასა” და ტრამპის ახალ ადმინისტრაციას შორის? მმართველი პარტიის აზრით, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა და გაუმჯობესება დაიწყოს?
– ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამ დროისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ მიუახლოვდება ტრამპის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს რეჟიმს. ბატონი ტრამპის პირველი პრეზიდენტობა 2017 წლიდან 2021 წლამდე ხასიათდებოდა არაპროგნოზირებადობით, მრავალრიცხოვანი საკადრო ცვლილებებით და პრეზიდენტის ნათქვამსა და მის ადმინისტრაციას შორის არსებული შეუსაბამობით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ აშშ-ს ადმინისტრაცია, რომ ეს არ შედის არამხოლოდ ევროპელების, არამედ ამერიკელების სასიცოცხლო ინტერესებში, რომ გვყავს თავისუფალი დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება.
– საქართველოს მმართველი პარტია ყოველდღიურ მესიჯებში საუბრობს „გლობალური ომის პარტიასა“ და Deep State-ზე, როგორც გავლენიან ძალებზე, რომლებიც კულისებიდან მართავენ მსოფლიოს და აპირებენ საქართველოს ომში ჩაბმას. როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვს საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხების წამოწევით?
– პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს ცნობილ შეთქმულების თეორიებს, რომლებიც საბოლოოდ მხოლოდ კრემლში მისი პოლიტიკური მოკავშირის, ბატონი პუტინის ნარატივს კვებავს. ეს უბრალოდ ყალბი ამბებია.
ეს შეთქმულებები ემსახურება საქართველოში რუსული გავლენის გამყარებას დეზინფორმაციის გავრცელებით. რუსეთის მზარდი გავლენა საქართველოში მნიშვნელოვანი შეშფოთების მიზეზია. არა მხოლოდ მმართველმა პარტიამ გამოიყენა რუსეთის აგრესიული ომის სასტიკი სურათები უკრაინის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის და დეზინფორმაციის გასავრცელებლად, არამედ შესამჩნევია რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ზრდაც. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები თითქმის ნორმალიზდება, მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა. როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, საქართველო ზუსტად პირიქით უნდა მოიქცეს. ევროპარლამენტმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რუსეთის მიმართ თავისი საგარეო პოლიტიკა და სტრატეგია ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შეათანხმოს. საქართველომ უნდა გააგრძელოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და პატივი სცეს თავის ვალდებულებას ეფექტურად განახორციელოს ზომები, რომლებიც ხელს უშლის ევროპული სანქციების გვერდის ავლას. ამ ნაბიჯების გარეშე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესი შეუძლებელი იქნება.
– 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტად 300-კაციანმა საარჩევნო კოლეგიამ აირჩია. სიაში ის ერთადერთი კანდიდატი იყო. პარალელურად, საკუთარ თავს ისევ პრეზიდენტად მიიჩნევს . თქვენი აზრით, ამ ორიდან რომელია საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი?
– ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო იყო. ჩვენ არ ვცნობთ მთავრობას და არ ვცნობთ პრეზიდენტს.
[რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს], მე მქონდა პატივი შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს რამდენიმე წლის წინ თბილისში. ის შთამბეჭდავი პიროვნებაა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოში დემოკრატიული წინააღმდეგობის სახე გახდა, მან ევროპარლამენტს ძლიერი სიტყვით მიმართა, სადაც კომენტარი გააკეთა საპროტესტო მოძრაობაზე, რომელმაც საქართველო მოიცვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მან აღნიშნა: „გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელს დავბრუნდით, რადგან სცენები მეორდება“. სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და მონდომება, რომლითაც დღეს ქართველი ხალხი რეაგირებს. ისინი ხედავენ იმას, რაც ხდება, როგორც მათი თავისუფლების, მომავლის და გარკვეულწილად მათი დამოუკიდებლობის დაკარგვა.
„ქართული ოცნება“ მიზნად ისახავს ამ პოლარიზაციის გაღვივებას რიტორიკით, რომელიც თავს მშვიდობისა და ტრადიციული ფასეულობების დამცველად წარმოაჩენს, ხოლო ოპონენტებს ე.წ. “გლობალური ომის პარტიის” სახელით მოქმედი სახელმწიფოს დამნაშავეებად და მტრებად აქცევს.
არ შევცდეთ: სალომე ზურაბიშვილი კვლავაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია. ის არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, სანამ ახალი არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება, რომელსაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია გამართავს, უზრუნველყოფს ჭეშმარიტად სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს.
– ცოტა ხნის წინ ქართული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ასევე, ბოლო დღეებში რამდენიმე პოლიტიკური აქტივისტი და მედიის წარმომადგენელი დააკავეს. ისმის შეფასებები, რომ ეს არის ხელისუფლების რეპრესიები. რამდენად გაიზიარებთ ამ ტიპის შეფასებებს?
– საქართველო დემოკრატიული გარდაქმნის წინაშე დგას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას – ძალადობა უნდა შეწყდეს. პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრება უნდა შეწყდეს, ადამიანები არ უნდა დააპატიმრონ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სარგებლობენ თავიანთი დემოკრატიული უფლებებით. პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ძალადობა არასოდეს უნდა იყოს იარაღი დემოკრატიულ ქვეყანაში. კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ თავდასხმას ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლებზე და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას.
წყარო: ინტერპრესნიუსი