მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობის და სტაბილურობის ხელშესაწყობად – NATO-ს გენერალური მდივანი

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობის და სტაბილურობის ხელშესაწყობად – NATO-ს გენერალური მდივანი
ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და მე ცალსახად ვგმობ ამას. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობის და სტაბილურობის ხელშესაწყობად და ვფიქრობ, ეს არის ყველა ქართველის ინტერესი, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, როდესაც საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მისი თქმით, NATO არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, ღირებულებებს, თავისუფლებისა და დემოკრატიის პატივისცემას.
„მტკიცედ მჯერა, რომ ეს ღირებულებები არის ჩვენი კოლექტიური მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველი. რასაც ამ მომენტში ვხედავ, არის ის, რომ ყველა მოკავშირე ნათლად აცხადებს, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში, ან დემოკრატიის წინსვლას და ქვეყნის NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას. მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დარჩეს იმ გზაზე, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაადგა“, – აღნიშნა მარკ რუტემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…