„მოვუწოდებ ირანის ხელმძღვანელობას, დაიცვას თავისი მოსახლეობა ნაცვლად დაშინებისა“ – ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია ირანში საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობას გმობს.
მისი თქმით, ირანის ხელისუფლების რეაგირება არაპროპორციული და სასტიკია.
„მოვუწოდებ ირანის ხელმძღვანელობას, დაიცვას თავისი მოსახლეობა ნაცვლად დაშინებისა“, – განაცხადა კანცლერმა ინდოეთში ვიზიტის დროს.
მისი თქმით, ირანში მიმდინარე ძალადობა უნდა დასრულდეს.
„უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას, რომელსაც ირანის ხელმძღვანელობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. ეს ძალადობა უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა შეაქო მომიტინგეების გამბედაობა და აღნიშნა, რომ მათი უფლებაა მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი თავისუფლებისთვის.