„მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას“- არასამთავრობო ორგანიზაციები

„მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას“- არასამთავრობო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქმიანობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას.
არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ თავად მოქმედებენ და იმოქმედებენ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების გასაძლიერებლად.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „რუსული კანონის“ ავტორი პარტიის წარმომადგენლები ათწლეულების განმავლობაში საქმიანობდნენ -ს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. მათ შორის:
ირაკლი – 9 წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ისა და გაეროს ორგანიზაციებში;
– 17 წელი მუშაობდა გერმანულ ფონდში;
გივი მიქანაძე – 10 წელი ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა;
რატი იონათამიშვილი – 9 წელი ევროკავშირის, USAID და სხვა საერთაშორისო ფონდების დაფინანსებას იღებდა;
ნიკოლოზ სამხარაძე – 11 წელი მუშაობდა ევროკავშირისა და გაეროს პროგრამებში;
არჩილ თალაკვაძე – 3 წელი მუშაობდა აშშ-ის ორგანიზაციებსა და „სოროსის ფონდში“;
მაია ბითაძე – 15 წელი მუშაობდა გაეროს, ეუთოს, მსოფლიო ბანკის ორგანიზაციებში
მათი ნაწილი, როგორც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე მუშაობდნენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართლმსაჯულების, თანასწორობის, თვითმმართველობისა და სხვა საკითხებზე. დღეს ისინი აცხადებენ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც წლების განმავლობაში თავად წარმოადგენდნენ, უცხო სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ მათ, ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმე ავალებდათ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ საკუთარი წესდებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების გასაძლიერებლად“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“, მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი; მწვანე ალტერნატივა; საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია; პლატფორმა სალამ; სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; საფარი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს ევროპული ორბიტა; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; საქართველოს სასამართლოს გუშაგი; სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, Tbilisi Pride.