“მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი” – NATO-ს პრესსპიკერი

ნატო-ს პრესსპიკერი, ფარა დახლალა განცხადებას ავრცელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და წერს, რომ რუსული კანონის მიღება კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროატლანტიკურ ინტეგრაციისგან.
“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღების შესახებ არის არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს უფრო აშორებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას”, – წერს ის სოციალურ ქსელში.