„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს შეწყვიტოს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა“ – მედია ომბუდსმენი

მედია ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს შეწყვიტოს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა.
„Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შეწყვიტოს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა.
დღეს, 8 აპრილს, თბილისში, პარლამენტთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დღეს პარლამენტში არ შეუშვეს საშვის მქონე ჟურნალისტები. პარლამენტის ბიურო დღეს რუსულ კანონს განიხილავს.
მედიაომბუდსმენი USAID Media Program/USAID მედია პროგრამა დახმარებით აგრძელებს მედიის დახმარებას – პარლამენტთან მყოფ ჟურნალისტებს ვთავაზობთ სამართლებრივ მხარდაჭერას.
საკონტაქტო:პირი ილონა დიასამიძე,“ – აღნიშნულია განცხადებაში.