“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გადახედოს ამ გადაწყვეტილებას” – ნიდერლანდები

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი X-ზე წერს და “ოცნების” მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება.
“საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. საქართველოს პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ, ძალიან სამწუხაროა. ეს ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გადახედოს ამ გადაწყვეტილებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ