„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე
„დღეს, შეჯამების სახით, გვსურს წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ში რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობაში იქნენ მხილებული“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
„შეგახსენებთ, რომ 1 თვის უკან, 27 სექტემბერს იგივე საკითხზე ჩვენს მიერ ჩატარებული შუალედური ბრიფინგით რეგისტრირებული 49 ორგანიზაციიდან გამოვლინდა ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში მყოფი 19 და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მოქმედი 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, კერძოდ „სამართლისა და თანასწორობის ცენტრს“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ახალთან“ არის აფილირებული, ჩვენს მიერ შუალედური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მისივე განცხადების საფუძველზე ცესკომ გაუუქმა რეგისტრაცია.
25 სექტემბრის შუალედური ანგარიშის შემდეგ, ცესკოში რეგისტრაცია დამატებით გაიარა 53-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. „ქართული ოცნების“ მიერ ღია წყაროებზე დაყრდნობით ჩატარდა მონიტორინგი, პოლიტიკურ სუბიექტებთან ამ ორგანიზაციების კავშირების დასადგენად. კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებულ იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან, გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობით და/ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობებით. რაც შეეხება მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი იდენტიფიცირება განხორციელდა მათ მიერ საჯარო სივრცეში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდითა და/ან მათ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში მმართველი გუნდის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაცხადებული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მრავალი წინასაარჩევნო დარღვევის ასახვისგან თავის შეკავებით.
კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ ცესკოს მიერ რეგისტრირებული 102 ორგანიზაციიდან 37 ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან, ანუ ყოველი მესამე ფაქტობრივად 36% არის პირდაპირ აფილირებული პოლიტიკურ პარტიებთან.
მონიტორინგის ფარგლებში, ასევე, დადგინდა, რომ 16 ორგანიზაცია ეწევა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კამპანიას, რაც დასტურდება მათივე ანგარიშებით და საჯარო აქტივობებით, ანუ რეგისტრირებულთა 16%-ზე გვაქვს ჩვენ საუბარი.
შესაბამისად, საჯარო წყაროებზე დაფუძნებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ცესკოში რეგისტრირებული 102 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 53, ანუ ნახევარზე მეტი (52%) ეწევა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საქმიანობას.
ახლა, მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ინფორმაციას კვლევის შედეგად მხილებული რამდენიმე ორგანიზაციის შესახებ, რაც საზოგადოებას, კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, თუ ვის სურს განახორციელოს ს მონიტორინგი და ვინ აპირებს დასკვნების შედგენას არჩევნებთან დაკავშირებით.
Ø ცესკოს მიერ დარეგისტრირდა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „კრიტიკული მოქალაქე“, რომლის დირექტორია ნუგზარ ხოზრევანიძე, გამგეობის წევრები კი მარად შავაძე, რისმაგი ხოზრევანიძე და ნოდარ ძირკვაძე არიან. ორგანიზაციის დირექტორი ნუგზარ ხოზრევანიძე 2020 წლის 15 დეკემბერს ბათუმში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დააკავეს პოლიციასთან ინციდენტის დროს, პლაკატებს აკრავდა შენობაზე – „გაყალბებული არჩევნები“. „იგი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ნუგზარ ხოზრევანიძე 2022 წლის მაისში ს უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით გამართულ აქციაშიც იღებდა მონაწილეობას.
მარად შავაძე დღემდე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო რისმაგი ხოზრევანიძე აჭარის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პიარ მენეჯერია. რაც შეეხება ნოდარ ძირკვაძეს, იგი ხულოს ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ დანიშნული წევრია.
ცესკომ ასევე დაარეგისტრირა სადამკვირვებლო ორგანიზაციად „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა ადამია აჭარის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და აქტიურად ეწევა პარტიულ საქმიანობას.
ანალოგიურად, ცესკომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად დაარეგისტრირა ორგანიზაცია „ალტერნატივა ენჯეო“ და ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“. ალტერნატივა ენჯეო“-ს თავმჯდომარე ხათუნა ბერიძეა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრია; ხოლო ორგანიზაციის გამგეობის წევრ ნატო ნაცარაშვილს მიმდინარე წლის 6 სექტემბერს შეწირული აქვს პარტია „ახალი“-თვის 7000 ლარი. რაც შეეხება „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის“ თავმჯდომარე გივი ნახუცრიშვილს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგი ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. იგი დღემდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია.
საზოგადოების საყურადღებოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზემოხსენებული ოთხი ორგანიზაცია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ მათ დასახელებებს- „კრიტიკული მოქალაქე“, „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“, „ალტერნატივა ენჯეო“ და „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“, რეალურად ერთიანი სქემის შემადგენელი ნაწილია, რისი დადასტურებაცაა შემდეგი გარემოება: ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად ამ ოთხი ორგანიზაციის ამონაწერების მოსამზადებლად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ოთხივე ორგანიზაციის სახელით ერთი და იგივე მინდობილმა პირმა, უშანგი მიქელაძემ მიმართა. უშანგი მიქელაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია, რასაც 2022 წელს მის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ 3300 ლარის შემოწირულობაც ადასტურებს.
საყურადღებოა დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული ორგანიზაცია „ქართული ორდენი“, რომლის გამგეობის თავმჯდომარე – ზურაბ გრიგალაშვილი, პოლონეთში, ქ. ვარშავაში შექმნილ საარჩევნო უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად, ცესკოში წარსადგენი ამონაწერის მომზადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ორგანიზაცია „ეი პი ემ ჯორჯიას“ და ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობის“ სახელით მოითხოვა ერთი და იგივე მინდობილმა პირმა – ივანე ბურდულმა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წელს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც ივანე ბურდული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ცესკო-ს თანამდებობის პირისგან სამსახურის დემარშით დატოვებას ითხოვდა. ასევე, ივანე ბურდულმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2023-2024 წლებში 11 204 ლარი შესწირა. ამასთანავე, ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობა“-ს ხელმძღვანელ ნესტან დალაქიშვილს 2016 წელს „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“-ს სასარგებლოდ 3000 ლარიანი შემოწირულობა უფიქსირდება.
ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 37 მხილებული ორგანიზაცია პირდაპირ კავშირში არის 12 ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტთან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რომ 2015-2024 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების 27-მა წარმომადგენელმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჯამში 800 ათას ლარამდე თანხა შეწირეს. საინტერესოა, დაინტერესდებიან თუ არა ამ ორგანიზაციების დამფინანსებელი დონორები, კვლევის შედეგად მიღებული შემომწირველების მიერ გადარიცხული თანხები რამდენად არის მათ მიერ გაცემული გრანტებიდან?!
აშკარაა, რომ კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი იქნება მიკერძოებული და არაფერი საერთო ექნება ობიექტურობასთან. ამიტომაც, ინფორმაციებს ამ ორგანიზაციების შესახებ მუდმივად ვუზიარებთ ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. აქვე, მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია.
შემაჯამებელი, მოცულობითი ანგარიში ყველა იდენტიფიცირებულ ორგანიზაციაზე შეგიძლიათ იხილოთ „ქართული ოცნების“ ოფიციალურ Facebook გვერდზე, რომელიც დღესვე დაეგზავნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ“ „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ ხელოვნურ კუნძულზე განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა