,, მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გაიწვიოს” – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, განცხადებას აქვეყნებს:
,,დღეს, თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეიჭრა და ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც მოკლეს, დაჭრეს, ან იძულებით გადაადგილება მოუწია რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად.
დღემდე, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და საკუთარი ნების დაწესებას იქ მყოფ ხალხზე, მათ შორის აფხაზეთში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნით და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისადმი ნაბიჯების გადადმგმით.
შეერთებული შტატები ურყევი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში.
მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული თავისი დაპირებები და ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება.
ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოს სა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გაიწვიოს. ეს ქმედებები ათობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალებას მისცემს.
შეერთებული შტატების მხრიდან ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაში მხარდაჭერა ურყევია”

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”