მოვუწოდებთ რუსეთს, ბელარუსს და საქართველოს – ბრიტანეთის ელჩი ეუთო-ში

ბრიტანეთის ელჩმა ეუთო-ში სიტყვით გამოსვლისას სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ისაუბრა. დიპლომატმა ამ კონტექსტში მხოლოდ სამი ქვეყანა, , ბელარუსი და საქართველო ახსენა:
სისტემატურად არღვევს უკრაინელი ბავშვების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების უფლებებს. ხოლო რუსეთის შიგნით ფუნდამენტური უფლებები დარღვეულია, რაც მინიმალურ ადგილს ტოვებს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს რუსეთს, დაასრულოს უკანონო ომი, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაიცვას ეუთოს პრინციპები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო დონეზე. ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ ფართო რეგიონული გამოწვევებით. მოვუწოდებთ ბელარუსს, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, ასევე, ეუთოს წინაშე არსებული ვალდებულებები. მოვუწოდებთ ბელარუსს, უზრუნველყოს, რომ გათავისუფლების შემდეგ ყოფილ პატიმრებზე არ განხორციელდეს რეპრესიები და ზეწოლა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, გააუქმოს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონები და გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას