„მოვუწოდებთ ლიდერებს, უპასუხონ ხალხის მოლოდინს, არ გადაიყვანონ ქვეყანა EU-ის გზიდან“ – პიტერ სტანო

„EU მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, უპასუხონ მოქალაქეების მოლოდინს და არ გადაიყვანონ ქვეყანა ევროკავშირის გზიდან“ – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმოამდგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ფორმულას მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ფორმულას შეკითხვა ეხებოდა რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტში გასულ კვირას მიიღეს.
პიტერ სტანოს თქმით, EU-მა და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება რუსულ კანონთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული ბერკეტად სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობის შეზღუდვისთვის.
მისივე თქმით, საქართველოში მოვლენების უარყოფით განვითარება ასახული იქნება გაფართოების შესახებ ანგარიშში, რომელიც შემოდგომაზე გამოქვეყნდება. ვრცლად იხილეთ formulanews.ge