მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს – ევროპარლამენტარები

„ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების კანონის“ მიღების გამო. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ მმართველმა უმრავლესობამ უგულებელყო ადამიანის უფლებათა დაცვის დამკვირვებლებისა და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და -ის შეშფოთება“, – ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი და სვენ მიქსერი ავრცელებენ.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი მანამ, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს საქართველოს შიგნით და კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის ევროპულ მომავალს“, – აღნიშნულია განცხადებაში.