“მოვუწოდებთ ევროკავშირს, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გადახედვის პროცესი დაიწყოს” – ცაჰკნა

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ “ევროსკოპის” მთავარი რედაქტორის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარკუს ცაჰკნა “ევროსკოპთან” საუბრის დროს ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადახედვის პროცესი დაიწყოს.
ესტონეთს უკვე ათობით მაღალჩინოსანი ჰყავს სანქციების ქვეშ მოქცეული ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ჩათვლით. მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს პროცესი ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე, ეს საკითხი დევს მაგიდაზე და სჭირდება 15 წევრი ქვეყნის თანხმობა პროცესის დასაწყებად, რათა მოეთხოვოს რეჟიმს, შეცვალოს მისი ქცევა.” – განაცხადა მარკუს ცაჰკნამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს