“მოვტრიალდი, შევხედე და თვალებში სრული სიბნელე დავინახე“ – რას ჰყვება რატი დურგლიშვილი ერთადერთი სიყვარულის შესახებ – Marao
რატი დურგლიშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალია. ის მაკა ზამბახიძესთან ერთად დუეტ “ჯორჯიის“ სახელით არაერთ მუსიკალურ კონკურსში იღებდა მონაწილეობას. წარმატებული მუსიკალური კარიერის პარალელურად, ყურადღების ცეტრში არაერთხელ მოექცა რატის პირადი ცხოვრებაც, რის შესახებაც მან ლელა წურწუმიას გადაცემაში ისაუბრა.
რატი იხსენებს დაახლოებით 20 წლის წინანდელ ამბავს, როცა ერთი ნახვით შეუყვარდა და ერთდროულად ბედნიერიც იყო და უბედურიც, რადგან ვერაფრით გაბედა გადაედგა გოგოსკენ ნაბიჯი და გაემხილა გრძნობები. რატი ამბობს, რომ ასეთ ემოციებში ორი წელი დაკარგა, რადგან ყველაფერს ჩამოშორდა, ვერაფერს აკეთებდა და საკუთარი თავი ძალიან დააზიანა.
„ერთი ნახვით შეყვარება იყო… მოვტრიალდი, შევხედე და თვალებში სრული სიბნელე დავინახე“, – იხსენებს რატი დურგლიშვილი. მისი თქმით, მას მერე აღარავინ ჰყვარებია.
რატი დურგლიშვილი 1982 წელს თბილისში დაიბადა. 1999 წელს დაამთავრა ა.ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის სახვითი განყოფილება. 1999—2006 წლებში სწავლობდა თბილისის ა.ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა მხატვარ-მოქანდაკის კვალიფიკაციით. 2008 წელს დუეტი „ჯორჯია“ საქართველოს სახელით წარსდგა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურს „ახალი ტალღა 2008“-ზე, სადაც დუეტმა მოიპოვა პირველი ადგილი.