მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მტრების ინტერესებშია – გახარიას პარტია

„რაც ახლა ხდება არის სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია! ძალადობა მიუღებელია“, – აცხადებს პარტია.
„მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ პროვოკაციაში! ამ მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მტრების ინტერესებშია“, – აცხადებს „გახარია საქართველოსთვის“.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის სასახლის ეზოში დემონსტრანტები შეიჭრნენ, რის შემდეგაც სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო.
გამოიყენეს წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.
პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას გაემიჯნა ც და განაცხადა, რომ მშვიდობიან პროტესტს ემხრობა.
„პრეზიდენტის სასახლის აღების ეს მცდელობა მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული, ქართველი ხალხის 310 დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის დიკრედიტაციისთვის. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მე ოფიციალურად ვემიჯნები ამას და მშვიდობიანად ვაგრძელებ ჩემი ხალხის გვერდით დგომას მანამ, სანამ ახალ არჩევნებში არ გავიმარჯვებთ“, – დაწერა ზურაბიშვილმა X-ზე.
-მ რანდენიმე ადამიანი დააკავა. უწყება მოუწოდებს დემონსტრანტებს, დაემორჩილონ კანონს.
„მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“, – აცხადებს შსს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა
მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან
სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია“, – აცხადებს სამინისტრო.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი