“მოვისმინეთ აბსოლუტური არითმეტიკა, ეფექტური შედარება”, – “ქართული ოცნების” წარმომადგენლები პრემიერ ღარიბაშვილის შემაჯამებელ ანგარიშსა და 2012 წელთან შედარებულ მაჩვენებლებს აქებენ.
თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძეს თქმით, “დღეს მოვისმინეთ აბსოლუტური არითმეტიკა და ძალიან ეფექტური იყო შედარებაც გავლილ პერიოდთან. ჩვენმა საზოგადოებამ ნახა, რა ცვლილება მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ ამ ათი წლის განმავლობაში.”
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს შთამბეჭდავი შედეგები ჰქონდა.
“საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობის ქვეშ, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა ძალიან შთამბეჭდავი შედეგზე ორიენტირებული შედეგები. ერთი მხრივ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეორე მხრივ ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით”, – ილია დარჩიაშვილი.
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ “შედარებისთვის ძალიან კარგია საზოგადოებამ იცოდეს, რა ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარება იყო და 2012 წლის შემდეგ რა როგორ შეიცვალა.” ირაკლი კობახიძემ კი პრემიერს მადლობა გადაუხადა.
” მადლობა მინდა პრემიერს გადავუხადო ძალიან საინტერესო ანგარიშისთვის რომელიც მოიცავდა ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს. თითოეული მტკიცება, რაზეც იყო საუბარი პრემიერის ანგარიშში გამყარებული იყო მტკიცებულებებით.” – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე.
იხილეთ ასევე:
· ღარიბაშვილი დღეს მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს | ოპოზიცია შეხვედრაზე არ მიუწვევიათ
· ღარიბაშვილი: საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა EU-ს წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის