მოვითხოვ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად სასამართლოზე ვიყო გამოძახებული – გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ს განცხადებას პასუხობს და პროკურატურას მიმართვას, ის გამოკითხვაზე დაიბაროს. ხაინდრავას თქმით, 7 ნოემბრის აქციის ორგანიზატორი თავად იყო მოქმედ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან, სთან, თინა ხიდაშელთან, დავით უსუფაშვილთან და რამდენიმე სხვა პოლიტიკოსთან ერთად.
ამიტომ, ხაინდრავა ამბობს, რომ მასთან ერთად საგამოძიებო უწყების შეკითხვებს სალომე ზურაბიშვილმაც უნდა უპასუხოს. ხაინდრავამ ეს განცხადება ექს-პრეზიდენტის მიერ, 20 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე გაკეთებული კომენტარის შემდეგ გააკეთა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ბადრი პატარკაციშვილს სურდა სახელმწიფო გადატრიალება და სწორედ ამ მიზნით მართავდა საპროტესტო აქციებს ოპოზიცია.
გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ მზად არის პროკურატურას გადასცეს მასალები, რომლებიც, მისი განცხადებით, სააკაშვილის მხრიდან პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთას ადასტურებს.
“20 ნოემბერს მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს წინაშე მისცა ჩვენება, სადაც ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა. ბადრი პატარკაციშვილი აწ განსვენებულია, ამიტომ, არ აქვს შესაძლებლობა, ამ ცილისწამებაზე პასუხი გასცეს. ამას მე გავაკეთებ.
მინდა, ოფიციალურად განვაცხადო, რომ საქართველოს პროკურატურას, მოსამართლეთა იმ კოლეგიას მივმართავ, რომელიც ამ საქმეს იძიებს. ვაცხადებ, 2007 წლის ნოემბრის აქციის ორგანიზატორები ვიყავით ჩვენ: მე, გიორგი ხაინდრავა, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი; , საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი; დავით უსუფაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, , პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი; თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გუბაზ სანიკიძე, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე; , იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე; ძმები ლევან და დავით ბერძენიშვილები, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერები; ლევან გაჩეჩილაძე, პრეზიდენტობის კანდიდატი და შალვა ნათელაშვილი, “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე. მე ჩემი თავიდან ვიწყებ და მოვითხოვ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად სასამართლოზე ვიყო გამოძახებული.
ასევე ვითხოვ, რომ ყველა დასახელებულმა პირმა ჩვენება აუცილებლად უნდა მისცეს. უნდა გაირკვეს, ვინაა დამნაშავე 7 ნოემბრის საქმეში, ეს ქართული საზოგადოებისთვისაა საჭირო. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რასთან ჰქონდა საქმე – ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომლის მონაწილეებიც ჩვენ ვიყავით და – არა ბადრი პატარკაციშვილი ( პატარკაციშვილი 7 ნოემბერს, როცა ქართული საზოგადოების მხეცური დარბევა მოხდა, თბილისში არ იმყოფებოდა, მან თბილისი 2 ნოემბერს დატოვა), თუ ამაში დამნაშავეა მიხეილ სააკაშვილი და მასთან ერთად მთელი ჯგუფი უმაღლესი ხელისუფლების პირებისა, ვინც დანაშაული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით ჩაიდინა.
ესენი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ზაზა გოგავა, გენერალური შტაბის მაშინდელი უფროსი, რომელმაც კანონის სრული დარღვევით გამოიყვანა სამხედროები, რომლებმაც მშვიდობიანი მიტინგის მხეცურად დარბევაში მიიღეს მონაწილეობა, რაც დანაშაულია, პროკურორის მოადგილე, ნიკოლოზ გვარამია. მათ სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრეს და ამაში ყველანი დაგვადანაშაულეს. გარდა ამისა, ამასთან დაკავშირებით მაშინ განცხადებები გივი თარგამაძემ და მ გააკეთეს. მათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ასევე დაგვადანაშაულეს”, – განაცხადა ხაინდრავამ.

ასევე დაგაინტერესებთ