მოვითხოვ, ოპერატიული კონტროლის ქვეშ აიყვანონ „პირიქითა სექტა” – ამათგან გვაკლია კიდევ „რუსო-რუსოსა” და “მონა-მონას” პარალელურად, “არაბოსა” და “იუდას” ძახილი

მოვითხოვ, ოპერატიული კონტროლის ქვეშ აიყვანონ „პირიქითა სექტა” – ამათგან გვაკლია კიდევ „რუსო-რუსოსა” და “მონა-მონას” პარალელურად, “არაბოსა” და “იუდას” ძახილი
„საეჭვოდ გააქტიურდა „პირიქითა სექტების” დესტრუქციული „არმაგედონული” ხასიათის საქმიანობაც. ნაცსექტასთან თანაცხოვრების სამწუხარო მდიდარმა გამოცდილებამ გააჩინა გონივრული ეჭვი, რომ ამ ფსევდოპატრიოტული გოდებების უკანაც სერიოზული ფინანსური შემოდინებები „იმალება”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს, რითაც საზოგადოების იმ მცირე, მაგრამ რადიკალურ ნაწილს ეხმაურება, რომელიც საქართველოში არაბულ ინვესტიციებს სხვადასხვა, დაუსაბუთებელი მიზეზით ეწინააღმდეგება. მისი თქმით, შესაბამისი სტრუქტურებისაგან, ოპერატიული კონტროლის ქვეშ უნდა იყოს აყვანილი „პირიქითა სექტის” თითოეული რადიკალის ასე „მოულოდნელად” აღზევებული „პატრიოტიზმის” საფუძვლები და საჭიროების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად მიეცეს მსვლელობა.
„ნაცრადიკალიზმის აგრესიული აქტიურობა რომ პირდაპირ კავშირში იყო მის მკვებავ ფინანსურ ნაკადებთან, ამის უტყუარი დასტურია: 1) -ის ახალი დეპარტამენტის მხრიდან USAID-სა და სხვა წყაროების „დე-ფინანსირება”; 2) საქართველოში გამჭვირვალობის კანონის ამოქმედება; 3) ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტური მუშაობა; 4) საერთაშორისო გრანტების მარეგულირებელი კანონმდებლობა. ჯაჭვი: „ფული არალი – რევოლუცია არალი”, ძალიან კარგად ამუშავდა. თუმცა მოდუნების საბაბი არ გაგვაჩნია. საეჭვოდ გააქტიურდა „პირიქითა სექტების” დესტრუქციული „არმაგედონული” ხასიათის საქმიანობაც.
ნაცსექტასთან თანაცხოვრების სამწუხარო მდიდარმა გამოცდილებამ გააჩინა გონივრული ეჭვი, რომ ამ ფსევდოპატრიოტული გოდებების უკანაც სერიოზული ფინანსური შემოდინებები „იმალება”. არა მგონია, ჩემი „მცდარი” ვერსია უსაფუძვლო იყოს და ვთხოვ კი არა – მოვითხოვ შესაბამისი სტრუქტურებისაგან, ოპერატიული კონტროლის ქვეშ აიყვანონ „პირიქითა სექტის” თითოეული რადიკალის ასე „მოულოდნელად” აღზევებული „პატრიოტიზმის” საფუძვლები და საჭიროების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად მისცენ მსვლელობა. ამათგან გვაკლია კიდევ „რუსო-რუსოსა” და “მონა-მონას” პარალელურად, “არაბოსა” და “იუდას” ძახილი, რომელსაც ჩვენი თავების მოჭრის აუცილებლობის დაპირებაც მოჰყვა. ვერავინ ვერ მასწავლის ხელისუფლების მიერ ინიცირებული სამართლიანი პროცესების მხარდაჭერას თუ გვერდში დგომას, მაგრამ კანონის ფარგლებში „პირიქითა სექტის” მიმართ სამართლიანი და კანონიერი მოქცევაც დამანახეთ და მათთან რაღაც „ქუჩური გარჩევების” რეჟიმში ნუ გვაიძულებთ გადასვლას…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

უნგრელები ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს და არ დავუშვებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ლიდერებს სანქციები დაუწესოს – ვამაყობთ საქართველოსთან და „ქართულ ოცნებასთან“ შესანიშნავი ურთიერთობით

BBC-ი სტატიაში წერს, რომ ტრიქლორეთილენი არის გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს- ის მართლაც კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება წყალში

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს