მოვითხოვთ, ჩაუტარდეს მგალობლიშვილს შემოწმება ალკოჰოლურ თრობაზე, დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი | ენმ

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა “ქართული ოცნების” დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას პასუხობს და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

ბოკუჩავა ასევე მოითხოვს, მგალობლიშვილს “შესაბამისი შემოწმება” ჩაუტარდეს, რათა დადასტურდეს, რომ ის არღვევს რეგლანეტს. ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ მგალობლიშვილი სხდომათა დარბაზში ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები „რუსული ოცნების“ კაცი დეპუტატების მხრიდან ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ. ქალი ოპოზიციური დეპუტატები რომლებიც უკომპრომისოდ იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის, მუდმივად ხდებიან ამორალური, უხამსი თავდასხმების სამიზნე „რუსული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან. დღეს, ამგვარ თავდამსხმელად მოგვევლინა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლევან მგალობლიშვილი, რომლის მხრიდანაც არასდროს გაგვიგია არცერთი პოზიცია საპარლამენტო დებატებისას საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ დღეს გავიგეთ, რომ ამ ადამიანს ძალიან კარგად სცოდნია უხამსი, ამორალური, პერსონალური თავდასხმის, გინების გამოყენება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ამ დეპუტატს შესაბამისი შემოწმება, რომ დადასტურდეს, რომ ის არღვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს და საქართველოს კანონმდებლობას და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში პლენარულ სხდომაზე, სადაც იყენებს უხამს გამონათქვამებს დეპუტატების წინააღმდეგ და დადგეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. ამ მოთხოვნით მივმართავთ პირადად ს, რომელიც დღეს არის თავმჯდომარის როლში პარლამენტის სხდომაზე”, – თქვა ბოკუჩავამ.
დეპუტატმა ანი წითლიძემ, რომელსაც მგალობლიშვილმა მიკროფონი მოუქნია თქვა, რომ ამით ის საკუთარ სისუსტეს აჩვენებს.
“ერთადერთი რაც უნდა გააკეთოს ახლა ბატონმა ვოლსკიმ, ეს არის ის, რომ დაუწესოს სანქცია ბატონ მგალობლიშვილს რაც მან ახლა იკადრა დარბაზში და ასევე, ჩვენ ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეამოწმონ ეს ადამიანი ალკოჰოლურ ტესტზე, რადგან ეს ადამიანი არ იყო ფხიზელი”, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, უსმენენ დაპირისპირება იყო. “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ თინა ბოკუჩავას “ნაბიჭვარი” უწოდა. ბოკუჩავა მოითხოვდა, რომ დეპუტატი დარბაზიდან გაეყვანათ.
ასევე ნახეთ:
· “ოცნების” დეპუტატმა მგალობლიშვილმა ენმ-ის დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, წითლიძისთვის მიკროფონის ჩარტყმა სცადა

ასევე დაგაინტერესებთ