მოვითხოვთ, შემოწმდეს მგალობლიშვილი ალკოჰოლურ თრობაზე – ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა “ქართული ოცნების” დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას პასუხობს და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები „რუსული ოცნების“ კაცი დეპუტატების მხრიდან ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ. ქალი ოპოზიციური დეპუტატები რომლებიც უკომპრომისოდ იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის, მუდმივად ხდებიან ამორალური, უხამსი თავდასხმების სამიზნე „რუსული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან. დღეს, ამგვარ თავდამსხმელად მოგვევლინა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლევან მგალობლიშვილი, რომლის მხრიდანაც არასდროს გაგვიგია არცერთი პოზიცია საპარლამენტო დებატებისას საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ დღეს გავიგეთ, რომ ამ ადამიანს ძალიან კარგად სცოდნია უხამსი, ამორალური, პერსონალური თავდასხმის, გინების გამოყენება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ამ დეპუტატს შესაბამისი შემოწმება, რომ დადასტურდეს, რომ ის არღვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს და საქართველოს კანონმდებლობას და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში პლენარულ სხდომაზე, სადაც იყენებს უხამს გამონათქვამებს დეპუტატების წინააღმდეგ და დადგეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. ამ მოთხოვნით მივმართავთ პირადად ს, რომელიც დღეს არის თავმჯდომარის როლში პარლამენტის სხდომაზე.”

ასევე დაგაინტერესებთ

განათლების მინისტრობის კანდიდატი განმარტავს, რატომ მოხდა ქართულის საგამოცდო პროგრამიდან რიგი ნაწარმოებების ამოღება, ისტორიის საგანზე კი ამტკიცებს, რომ “არც ერთი ის საკითხი, რაზეც ოპონენტები მიუთითებენ”, არ ამოუღიათ

ნათია მეზვრიშვილი – ნუ დაუთმობთ უდიპლომობას ყველა სივრცეს და ყველა ეთერს, არ არის ეს მთავარი პოლიტიკური საკითხი – მთავარი ის არის, რომ ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა

თინა ბოკუჩავა – რუსული გადატრიალების მორიგი სამარცხვინო ფაზაა, როცა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს მიხეილ ყაველაშვილი