მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – ფოტიგა

“ჩვენ მივეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოს იმიტომ, რომ ეს დაიმსახურა საქართველოს ხალხმა” – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე საქართველოს შესახებ, სადაც მთავარი თემა რუსული კანონია. ფოტიგამ ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა:
“ხალხს კიდევ ერთხელ მიადგა დარტყმა მას შემდეგ რაც ეს კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.” აღნიშნა ფოტიგამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი: საქართველო დემოკრატიისა და ევროკავშირის გზას ვერ დაუბრუნდება იქამდე, ვიდრე რუსეთი და პუტინი უკრაინაში არ დამარცხდებიან – იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, უკრაინას უნდა დავეხმაროთ