“მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას” – თბილისში შაბათის საპროტესტო მსვლელობა იმართება

მსვლელობის დაწყებამდე სტუდენტები და აქტივისტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, სადაც მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის და მოხუცთა თავშესაფრებისთვის საახალწლო საჩუქრები – ტკბილეული, წიგნები, სამოსი და სხვა ნივთები – შეაგროვეს.
მსვლელობის პროცესში მათ ფილარმონიასთან შეუერთდა მარში, რომელთა მონაწილეები მოითხოვენ, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიებაც და გაირკვეს, რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა “ქართულმა ოცნების” ხელისუფლებამ 2024 წლის პროევროპული დემონსტრაციების დაშლის დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ.
“რეჟიმი გვწამლავს – მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიება” – წერია ბანერზე. მსვლელობის პირველ რიგებში არიან პროევროპული აქციების გამო დაკავებულთა ოჯახის წევრები.

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ის წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“.

2025 წლის 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები“ ამოწურულად გამოაცხადა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 დღეში დაადგინა, რომ თბილისში დემონსტრანტთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის, „კამიტის“ სავარაუდო გამოყენების შესახებ BBC-ს ფილმი იყო „მიზანმიმართული დეზინფორმაცია“.

ექსპერტების ნაწილი სუსის დასკვნას არ ენდობა და შეუსაბამობებზე მიუთითებს. გამოძიება გრძელდება „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლით.
ახალი, გამკაცრებული კანონის მიუხედავად, მარში მონაწილეები როგორც ტროტუარზე, ისე ავტომობილების სავალ ნაწილზეც გადაადგილდებიან.

10 დეკემბერს სადავო პარლამენტმა დაჩქარებულად განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
მსვლელობა ცოტა ხნით თბილისის მთავარ ნაძვის ხესთან შეჩერდა. ისმოდა საქართველოს ჰიმნი. “გინახავთ სადმე საახალწლო სოფელი, რომელსაც პოლიცია იცავს?” – იკითხა დემონსტრანტმა.
ყოველდღიური პროტესტის 395-ე დღეს ძირითადი მოთხოვნები კვლავ უცვლელია: პროევროპული დემონსტრაციების გამო დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს