“მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ჩვენი სკოლის დამფუძნებლების, მასწავლებლებისა და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრებისა და ყველა ჩვენი თანამოქალაქის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა”

“ჩვენ, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მასწავლებლები, თანამშრომლები, კურსდამთავრებულები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეშფოთებულები ვართ იმ რეპრესიული პოლიტიკით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. პოლიტიკური რეპრესიების სამიზნე გახდნენ ყველა პროფესიისა და ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები. სხვა მოქალაქეებთან ერთად, დაპატიმრებულები არიან ჩვენი სკოლის დამფუძნებლები და ბადრი ჯაფარიძე, ჩვენი სკოლის პედაგოგის მეუღლე ნინო დათაშვილი, ჩვენი კურსდამთავრებულის მეუღლე – .
ჩვენი სკოლა დაფუძნდა გივი ზალდასტანიშვილის რწმენით, რომ საქართველო არასდროს აღარ იქნებოდა ტოტალიტარული სახელმწიფო და ქართველი ახალგაზრდები გახდებოდნენ დემოკრატიული სამყაროს ღირსეული წევრები. სამწუხაროდ, დღეს, ორივე მიზანი ისე შორსაა, როგორც არასდროს.
მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ჩვენი სკოლის დამფუძნებლების, მასწავლებლებისა და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრებისა და ყველა ჩვენი თანამოქალაქის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც, ამ დროისთვის, ხელს 200-მდე პირი აწერს

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს