მოვითხოვთ პროკურატურისგან შსს-ს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

მოვითხოვთ პროკურატურისგან -ს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას – სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შსს-ს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ოფიციალურად მოითხოვა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებას ავრცელებს:
როგორც ცნობილია, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებების ირგვლივ გამოძიება დაიწყო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 154-ე (ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. 2024 წლის 1 ივლისიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შემდგომ, ამ საქმეზე გამოძიებას თბილისის პროკურატურა აგრძელებს.