„მოვიდნენ ბავშვის მშობლების მეგობრები“ – რას წერს ,,გალფის” მარკეტინგის დირექტორი

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ამბავთან დაკავშირებით, “გალფის” მარკეტინგის დირექტორი,ნინო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ყველას გაინტერესებთ და ესე უნდა გაგახაროთ! რა ბედნიერებაა ესეთი კარგი ამბის გაზიარება:
მოვიდნენ ბავშვის მშობლების მეგობრები და მოგვახარეს რომ ბავშვი 3ჯერ არის უკვე აცრილი!
შეგიძლიათ გაახაროთ სხვებიც ყველას უდიდესი მადლობა ამდენი ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის!“