“მოვიდეს კახა კალაძე, გაგვცენ პასუხი!”- დეზერტირების ბაზრის თანამშრომლები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან

დეზერტირების ბაზარის ტერიტორიაზე პოლიცია ამ დრომდე რჩება – მიზეზი მოვაჭრეების პროტეტია. ადგილზე დასაქმებულები ადმინისტრაციას უპირისპირდებიან.
სავაჭრო ობიექტი 6 თვით, სარემონტო სამუშაოების გამო იხურება, გადაწყვეტილებას კი იქ დასაქმებული ათობით ადამიანის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მოავჭრეები ამბობენ, რომ ლუკმა პურის გარეშე რჩებიან და მათ ალეტრნატიულ ფართებსაც კი არ სთავაზობენ.
აქციის მოანწილეებმა ცოტა ხნის წინ გზაც გადაკეტეს, თუმცა თამარ მეფის გამზირზე მოძრაობა მას შემდგე აღდგა, რაც აქციის მოანწილეებმა დაპირება მიიღეს, რომ მათთან შესახვდრად მერიის წამრომდგენელი მივა.
დასაქმებულები თბილისის მერთან სთან შეხვედრას ითხოვენ.
ეს არის ბოლო წვეთი, ყველა ემიგრანტი ვერ გავხდებით, ყველა სამშობლოს ვერ მივატოვებთ, აქ მოვიდეს , მოვიდეს ხვიჩა მაქაცარია, სახელმწიფომ გააკეთოს ამ ბაზრის დეცენტრალიზაცია. რაღას გვერჩით, რაღა გინდათ? რაღას გაგვწვიტეთ წელში, რათ დაგვამონეთ? რატომ უნდა ვიარო მე მშიერმა, გეკითხები კალაძე”- აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული.
იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის მეპატრონე მოვაჭრეებს არ შეხვდება, ისინი დღესვე მთვარი მაგისტრალის გადაკეტვას აანონსებენ.
ბაზრის მეპატრონეს დაველაპარაკები და ის აგვიხნის, რა ხდება. თუ მთავრობის ბრალია, მთავრობას მოვთხოვთ, თუ მეპატროენეს ბრალია, მეპატრონეს მოვთხოვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გადავკეტავთ მთავარ მაგისტრალს დღესვე- დასძენს კიდევ ერთი მოვაჭრე. ,,ტვპირველი”

ასევე დაგაინტერესებთ