“მოვიდა თავმჯდომარე, რომელიც განსხვავებულ აზრს ეწინააღმდეგება და ბოლშევიკური რეჟიმი დაამყარა პარტიაში” – დარეჯან ცხვიტარია ხაბეიშვილზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმებას ითხოვენ. ამავდროულად, პარტიიდან თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყო. ს გადადგომის მოთხოვნა ფოთში, საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესა და მის მოადგილეს თანამდებობების დატოვებად დაუჯდათ. 29 ნოემბერს, მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას მალევე მოყვა მოქმედი მენეჯმენტის საპასუხო განცხადებაც. დარეჯან ცხვიტარია და პაატა ჩაგანავა მოხსნეს. გადაწყვეტილებას ბოლშევიკურს უწოდებს თავად დარეჯან ცხვიტარია. მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ მოსვლის შემდეგ პარტია განადგურდა და განახევრდა.
“შეიკრიბა თანამედროვე შულავერის კომიტეტი და მიიღეს ბოლშევიკური გადაწყვეტილება. ეს პარტია ჩემთვის იმიტომ იყო სულთან ახლოს, რომ აქ იყო განსხვავებული აზრის ცვენა, ჰქონდა ფასი განსხვავებულ აზრს. დღეს მოვიდა ისეთი თავმჯდომარე, რომელიც განსხვავებულ აზრს პირდაპირ ეწინააღმდეგება, ბოლშევიკური რეჟიმი დაამყარა პარტიაში. “კვიპროსის კლუბში” გადაწყვეტილი გადაწყვეტილებაა ეს. მე არ ვაპირებ, ჯერჯერობით, პარტიიდან წასვლას და ვერც ვერავინ გამაგდებს,” – აცხადებს დარეჯან ცხვიტარია.
ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე დათო ხომერიკი კი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დარეჯან ცხვიტარიას მოხსნის შესახებ იმით იყო განპირობებული, რომ საარჩევნო წელი მოდის და მეტი აქტიურობაა საჭირო, ცხვიტარია კი ბოლო 2 წელია არა ფოთში, არამედ თბილისში ცხოვრობს.
“10 თვეა შიდაპარტიული ს შემდეგ, ეს ქალბატონი შეურაცხყოფას გვაყენებს სოციალურ ქსელებში, როგორც პარტიის არჩეულ თავმჯდომარეს და მენეჯმენტს, ისე მის თითოეულ ფოთელ თანაგუნდელსა და თანაფრაქციელს. 2 წელია, ეს ქალბატონი ცხოვრობს თბილისში, არანაირი დისკომფორტი ჩვენგან მას არ შეჰქმნია ამის გამო, ვცდილობდით, რომ ჩამოსულიყო ყოველთვის ფრაქციის სხდომაზე, გვქონოდა კომუნიკაცია, საარჩევნო წელიწადი მოდის, აქტიურები ვყოფილიყავით და მხოლოდ ამის გამო მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება,” – აცხადებს დათო ხომერიკი.
განცხადება გაავრცელეს ახალქალაქის საკრებულოს წევრებმაც. “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრთა ნაწილი პარტიის თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ