“მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ ” – ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა

ტელეკომპანია “სილქ სპორტზე” გადაცემა “ბურთი და მოედანი”-ს ეთერში სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა.
სალუქვაძის თქმით, საქართველოს ნაკრებში ფრანგი სპეციალისტის დრო ამოიწურა და თანამდებობა უნდა დატოვოს.
“მოვიდა დრო დავემშვიდობოთ ჩვენს გმირ მწვრთნელს, რომელმაც გაგვიყვანა ევროპის ჩემპიონატზე, მოგვიტანა სიხარული და მთელი ცხოვრება მისი სახელი საქართველოს სპორტის ისტორიაში დარჩება. მოქალაქეც არის საპატიო და ყველაფერი და როცა სადმე მის სახელს გავიგებთ, სასიხარულო ემოცია გვექნება, მაგრამ ხდება სპორტში ასეთი რამ, დიდი გამარჯვებების შემდეგ იწყება კრიზისი, ეს დამშვიდობება არ არის ტრაგიკული, შეურაცხმყოფელი და ხელს ჩამოართმევენ და მიდიან. ყველაზე ნათელი მაგალითი ბოლოს და უცნაური ჩემთვის იყო “ლესტერიდან” რანიერის გაშვება, რადგან ამ კაცმა საუკუნის სენსაცია მოახდინა, ასეთი რამ ალბათ ვეღარ განმეორდება. ქარხნის მუშები მოდიოდნენ სამსახურიდან, სპეციალურ სამოსს იხდიდნენ, შემდეგ კი გადიოდნენ და უგებდნენ მილიარდებ დახარჯულ “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის”
ვერავინ ვერ დამიწყებს იმის მტკიცებას, რომ სანიოლზე კვალიფიციური მწვრთნელი არ არსებობს. მან რაღაც ეტაპზე თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა, მაგრამ ახლა სხვა დროა. დე ლა ფუენტეთი აღფრთოვანებულები ვართ, რომელმაც ესპანეთის ნაკრების ყველა ასაკობრივი ნაკრები გაიარა, ახლა კი ეროვნულ გუნდს წვრთნის და საქმეს შესანიშნავად უძღვება.
ვინ უნდა ჩამოვიდეს? ვინმე კარგი. თუმცა სულ არ არის სავალდებულო ჩამოვიდეს, ჩვენც გვყავს ჩვენი დე ლა ფუენტე, ეს არის ჩვენი რამაზ სვანაძე, რომელიც უკვე მესამე თაობის 21-წლამდელებს გვიზრდის და გაჰყავს იმ ევროპის ჩემპიონატზე და გაჰყავს ჯგუფებიდან. ჩვენ რომ ვიძახით, რომ ნაკრებში ახალი სისხლია საჭირო, ის ახალი სისხლი ყველაზე კარგად სვანაძემ იცის, რადგან უმეტესობა ხელშია გაზრდილი. არ ვამბობ, რომ ეს უალტერნატივო წინადადებაა, მაგრამ განხილვა ღირს”, – განაცხადა სალუქვაძემ.
შეგახსენებთ, ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებთან მიმდინარე ხელშეკრულება 2028 წლამდე აკავშირებს.
· მწარე სვანაძე რომელი? ლატვიელებს და ირლანდიელებს რომ ვერ მოუგო? სვანაძე დღეს სანიოლის დონე არ არის. ხვალ, შეიძლება, ზეგ შეიძლება ბევრსაც აჯობოს მსოფლიოში. სანიოლს არ ვიცავ. წასვლა სჯობს წამსვლელისაგან, მაგრამ სანიოლს არ ეშინია გარისკვის, ან არ ეშინოდა. მან ნაკრებში რამდენიმე ტაქტიკური სიახლე გამოიყენა, შეუძლია თამაშის მსვლელობაში ტაქტიკით ლავირება, არის პრინციპული, ის არ ათამაშებს ფეხბურთელს ვისაც თავს გაუვა. ცნობილია თავისი პრინციპულობით, ტიპი ზიდან ს ეჩხუბა, შენი პირადული გუნდურზე მაღლა რატომ დააყენეო. მაგრამ, დროა წავიდეს. ოღონდ სიაფანდი არ უნდა მოვიდეს. ან ზედმეტად სახელიანიც არ ვარგა, მაგალითად მაურინიო დამთავრებული სიმღერაა. არც ადგილობრივი არ უნდა იყოს. როგორც წესი გავლენების ქვეშ ექცევა. პ.ს. ამ ორ თამაშს არაფერი არ ეშველება, დრო არის იანვრამდე ვინმე პერსპექტიული უნდა მოიძებნოს.
· A გმირი არა მძლეთამძლე, მაგის მწვრთნელობით არაფერი მომხდარა არც ევროპამდე და არც ევროპაზე, დაბრალდა რა, ტაქტიკა მაგან არ იცის და შემადგენლობის დაყენება, ლუქსემბურგთან წავაგებდით მსაჯს რომ არ ემარჯვა
“სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა… გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა…” – დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
საქართველოს ნაკრები – ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
დღეს, თურქეთი VS საქართველო – რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება
“ბაიერნს” გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ…” – სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში
“არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია…” – ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა
სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება
“როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა… აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე…” – სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე – “საუკუნე გაივლის კიდევ”
“აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! რომ იწყებთ, “ნაპოლი” ამდენს იხდის, “არსენალი” ამდენს, გეტყვით, რომ…” – სალუქვაძე კვარაცხელიაზე
“სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა… გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა…” – დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
“ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა” – ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა
არსებობდა სხვა გზა? – არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
“სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს…” – ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება