მოვიდა გაურკვეველი მითითებები, რომ არ უნდა დავიწყოთ ვინაიდან ვიღაცა უნდა ჩამოვიდეს, უნდა მოსულიყვნენ ჟურნალისტები, ბოლოს ჩამოვიდა სატვირთო მანქანა ტრიბუნით, დროშებით – საბრძოლო მოქმედება დაიწყო 7-8 საათის დაგვიანებით ამ შეფერხების გამო, რომელიც არანაირ კავშირში არ იყო გეგმასთან

მოვიდა გაურკვეველი მითითებები, რომ არ უნდა დავიწყოთ ვინაიდან ვიღაცა უნდა ჩამოვიდეს, უნდა მოსულიყვნენ ჟურნალისტები, ბოლოს ჩამოვიდა სატვირთო მანქანა ტრიბუნით, დროშებით – საბრძოლო მოქმედება დაიწყო 7-8 საათის დაგვიანებით ამ შეფერხების გამო, რომელიც არანაირ კავშირში არ იყო გეგმასთან
სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი, საბრძოლო მოქმედებების დაწყების დაგვიანების მიზეზებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, გაურკვეველი მიზეზების გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ელოდებოდნენ ჟურნალისტების მოსვლას საბრძოლო მოქმედება დაიწყო 7-8 საათის დაგვიანებით.
„საბრძოლო მოქმედებების დაწყების მომენტი 8 აგვისტოს დილის 6 საათი ვერ შედგა, რადგან ისევ მოვიდა გაურკვეველი მითითებები, რომ არ უნდა დავიწყოთ ვინაიდან ვიღაცა უნდა ჩამოვიდეს, რაღაც ქონება უნდა მოვიდეს, უნდა მოსულიყვნენ კიდევ ჟურნალისტები და სანამ ჟურნალისტები არ მოვლენ არ შეიძლება ამის დაწყება. ბოლოს ჩამოვიდა სატვირთო მანქანა ტრიბუნით, დროშებით. საბრძოლო მოქმედება დაიწყო 7-8 საათის დაგვიანებით ამ შეფერხების გამო, რომელიც არანაირ კავშირში არ იყო არც გეგმასთან, არც უზრუნველყოფასთან. მინდა ვთქვა, რომ რაც ეხებოდა სამხედროებს, საბრძოლო მოქმედება არ ხდება უზრუნველყოფის გარეშე, ეს უზრუნველყოფის ყველა ელემენტი იყოს თავის ადგილზე და ჩვენ უკვე შეგვეძლო მოქმედება“, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.
Next: ოქრუაშვილის დროს გაუქმებული იყო სახმელეთო ჯარების შტაბი, სამხედრო დაზვერვა, ამერიკელების მომზადებული ათი ბატალიონი კომანდოსები, ფრანგების და შვეიცარიელების მომზადებული და აღჭურვილი სამთო-მსროლელი ბატალიონი, სამხედრო ჰოსპიტალი, ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი და სამხედრო აკადემია

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს