მოვაჭრეების ნაწილს პიროტექნიკა ჩამოართვეს და დააჯარიმეს

მოვაჭრეებს პიროტექნიკა ჩანოართვეს და დააჯარიმეს – ინფორმაციას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

კალაძის უწყებამ ოპერაცია, საპატრულო პოლიციასთან ერთად ჩაატარა.

განცხადებაში მუნიციპალური ინსპექცია წერს, რომ გამოავლინა პიროტექნიკის უნებართვო რეალიზაციის ფაქტები.

ღონისძიების ფარგლებში, დამრღვევი მეწარმე სუბიექტები დაჯარიმდნენ და მოხდა პროდუქციის კონფისკაცია.

პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის გარეშე, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ”- წერია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ;

კანონდარღვევაზე მონიტორინგი ინტენსიურად გაგრძელდება; 

მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მეწარმეებს, თავი შეიკავონ პროდუქციის უკანონო რეალიზაციისგან”- აღნიშნავენ უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)