“მოეწონება თუ არა ხვიჩა კონტეს?”- იტალიელი მწვრთნელის მეგობარმა ქართველზე ისაუბრა

წამყვანი იტალიური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ “ნაპოლის” სულ მალე ანტონიო კონტე ჩაიბარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ “პარტენოპეის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი 10 დღეში გადაწყდება.
კონტეს მეგობარმა მიკელე პადოვანიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ანტონიოს ხელში თავიდან დაიბადება.
“კვარა” ნამდვილად განსაკუთრებული ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, კონტეს ძალიან მოეწონება. ანტონიო ქართველს მოედანზე მოუძებნის ადგილს, საიდანაც ძველებურად შედეგიანი გახდება და მეკარესთან პირისპირ ხშირად აღმოჩნდება. იტალიელის ხელში ხვიჩა თავიდან დაიბადება.
თუ “ნაპოლი” ოსიმენს გაყიდის,
ამით “პარტენოპეი” უდიდეს სარგებელს ნახავს და ექნება საშუალება, რომ ერთ პოზიციაზე მინიმუმ 3 ძლიერი ფეხბურთელი ჰყავდეს”, – განაცხადა პადოვანიმ.
შეგახსენებთ, ფაბრიციო რომანოს ცნობით, “ნაპოლიმ” კონტეს 3-წლიანი ხელშეკრულება და ანაზღაურების სახით სეზონში 9 მილიონი ევრო შესთავაზა.