მოემზადე ახალი წლისთვის ონლაინ

ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება და ალბათ შეამჩნევდი, რა ხდება ქუჩებში, მარკეტებში თუ სავაჭრო ცენტრებში. თუ ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნები, ვისაც საყიდლების 31 დეკემბრისთვის გადადება უყვარს, ძალიან გაგიჭირდება.

თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს. წარმოიდგინე, ყველაფერი რისთვისაც მოლიდან მოლში უნდა იარო, ერთ სივრცეში რომ გქონდეს, თანაც ონლაინ. დაათვალიერე be.ge და აარჩიე ყველაფერი, რაც ახალი წლისთვის გჭირდება – საჩუქრები, საახალწლო დეკორაციები, ავეჯი, ტექნიკა და რა აღარ… ეს ყველაფერი კი ისე, რომ დრო არ დაკარგო. Ანუ შეგიძლია იშოპინგო საცობიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, სამუშაო მაგიდიდან და ტელევიზორის წინ დივანიდანაც კი. Იმიტომ, რომ შოპინგი ონლაინ უფრო მარტივია.

საყიდლების სია მზად გაქვს თუ ჯერ ვერ მოიცალე მაგისთვის? მოდი, გადავხედოთ, რა გჭირდება აუცილებლად:

ნაძვის ხე და დეკორაციები

თუ წელს ახალი ნაძვის ხით გინდა შეხვდე, დაათვალიერე be.ge-ზე და იპოვე სასურველი, იქ ყველანაირი სიმაღლის და ღირებულების ნაძვს ნახავ. საახალწლო დეკორაციები კი არასოდესაა ზედმეტი, ამიტომ შეგიძლია, ეგეც დაამატო კალათში.

საახალწლო სუფრა

როგორიც უნდა იყოს შენი საახალწლო ტრადიცია – ოჯახთან ერთად ტრადიციული კერძებით თუ მხოლოდ ღვინითა და გოზინაყით, სუფრა ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდება. Be.ge-ზე კი ქართული ბრენდების ყველაზე გამორჩეულ გადასაფარებლებს ნახავ.

ახალი მაგიდაც თუ გჭირდება, უფრო დიდი ზომის და განსხვავებული დიზაინის, მის ყიდვასაც ონლაინ შეძლებ. IKEA-ს სასადილო მაგიდა შენი სახლის ინტერიერს ახალი წლის შემდეგაც დაამშვენებს.

დროა, კერძებზე გადავიდეთ და მომზადების პროცესი რომ გაგიმარტივდეს, რამდენიმე რჩევასაც მოგცემთ. შენთვის რომელი კერძია ახალი წლის სუფრის განუყოფელი ნაწილი? წარმოიდგინე ნივთი, რომელსაც ლღობის, ცხობის, გამოშრობისა და შეწვის ფუნქციაც ექნება. ნინჯას აეროგრილი სწორედ ასეთია, დაათვალიერე ყველა და შეარჩიე სასურველი.

დამატებით ჭურჭელი ან სამზარეულოს აქსესუარებიც თუ დაგჭირდა, be.ge-ზე მაგასაც იპოვი.

შეარჩიე მშვიდად და აუჩქარებლად, ჩაყარე კალათში და იყიდე ონლაინ. შეკვეთას სასურველ მისამართზე მიიღებ. საახალწლო სამზადისი ასე უფრო მარტივია!