“მოემზადეთ გარდამავალი ეტაპისთვის!” – რას წერს დემურ გიორხელიძე არჩევნების შედეგებზე

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე:
აშკარად გარდამავალი ეტაპი იქნება, – ახალი არაფერი მოხდება, – ტექნიკურად ვერ მოხდება
და სხვაგვარი რამ პოლიტიკურად ვერც გამართლდება. 26-ში გაფორმდება კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ასევე კოალიციურ მთავრობას შექმნის, ცხადია, “ოცნების” დომინირებული მდგომარეობით!
ამ არასერიოზულმა მარიონეტულმა ოპოზიციამ და უჭკუო კოლექტიურმა “დასავლეთმა, – 30 წლის შემდეგაც ვერ გაიგეს, რა ქვეყანაში მოხვდნენ, რა კულტურისა და შეხედულებათა სისტემის მატერებელ ხალხთან აქვთ საქმე, რა გაიარა ამ ხალხმა საკუთარი ისტორიის მანძილზე და ა.შ. და ა.შ. ვერ გაიგეს, არ ეყოთ ის ანალიტიკური ჭკუა და გონება, რომელიც კლასიკური ეპოქის დასავლეთს ახასიათებდა, რომლისგანაც დღეს, განსაკუთრებით ევროკავშირში, –
არაფერია შემორჩენილი. ვერ მიხვდნენ და წააგეს!
რა უჭკუო უნდა იყოს დასავლური წარმოშობის საქართველოში მოქმედი ოფიციალური თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ისიც კი ვერ გაიგეს, – რომ საქართველოში არ შეიძლება ქართველებს ტენიდე მარაზმს – ლგბტ-აღლუმი ჩაატარეთო!
რა?!
ლგბტ-სიჩათლახეს და დიდ დასავლურ კულტურას რა აქვს საერთო, ჰა? არაფერი!
მაგრამ გონება გაქვთ დამპალი იდეოლოგიისგან დაზიანებული. ისიც არ იცით, უჭკუოებმა, რომ როტისნაირი ადამიანები, კრამერები, და ვიღაც ასეთი საზიზღარი ტიპები საქართველოს რომ არ უნდა გააკაროთ!
ჰოდა,
ამ უჭკუო ე.წ.”ოპოზიციისა” და თქვენი -ე.წ. “კოლექტიური დასავლეთის” წყალობით, უსუსტესი და ოპოზიციაზე დიდად არაფრით უკეთესი “ოცნება” 26-ში უამრავ ხმებს მიიღებს, – ნორმალურ პირობებში რომ ვერაფრით მიიღებდა. ცხადია, მხოლოდ თქვენი ბრალი არ არის, – პატრონსმოყვარული ქართველთა ბრალიც არის, რომ ჯერ-ჯერობით, საკმარისი დამოუკიდებეი ქმედებისა და შემართების აუცილებელი მცირე რაოდენობა ადამიანებისა არ მოიკრიბა.
მოკლედ, ასეა!
ეს რახა-რუხი მორჩება, – გარდამავალ პერიოდში “კოალიციური მთავრობა” იქნება. მერე იმაზეა
დამპოკიდებული – თავისუფალი ქართველები შემორჩენილია თუ არა მინიმალური რაოდენობით.
ალბათ, არის! გამოჩნდება. თუ არადა, სიტუცია გადათამაშდება მაქსიმუმ ორ წელიწაადში, და ან ახალი რამ გაჩნდება, საქართველო რომ სამშობლოდ მიაჩნია, ქართული სახელმწიფო კი ფანტასტიკრი ქართული კულტურის, ქართული იდენტობისა და ქართული სულის განვითარებისთვის სჭირდება, ანდა, ისევ რაღაც ხელოვნურად შექმნილ ძალას გადააბარებენ ხელისუფლებას, ეს ოპოზიცია ამასობაში მინავლებული იქნება და თუ ეს სცენარი იქნა რეალიზებული, ახალ მარიონეტულ ხლისუფლებას მივიღებთ, კულისებიდან რომ იმართება!
ქართველები კი კვლავ თავქუდმოგლეჯილი გაიქცევიან ამ ქვეყნიდან, როგორც წელს გარბიან და მალე ის იქნება, რაც არაფრით არ უნდა იქნას დაშვებული.
ასე, რომ ეიფორიას შეეშვით და მოემზადეთ!
ნუთუ, მართლა ფიქრობს ვინმე, რომ “ოცნება” ყველაფერს წაიღებს და ამას სერიოზულად ვინმე აღიქვამს ქვეყნის გარეთ?!
დააკვირდით “ოცნების” დაკვეთით ჩატარებულ გამოკითხებს, – ნახეთ რა პროპორციებია.
თქვენ გგონიათ, ეს შემთხვევით ხდება?
შიშს დიდი თვალები აქვსო, ნათქვამია!
მაგრამ მესმის ბავშვის დაშინება რომაა შესაძლებელი!
მაგრამ ზრდადასრულებულ ადამიანებს რომ მიზანმიმართული ტექნოლოგიური მეთოდებით აშინებენ და ინფანტილიზებულ მასად აქცევენ, – მთლად კაი დასანახი ვერ არის.
ასე, რომ მოემზადეთ გარდამავალი ეტაპისთვის!

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოალიციურ პარტნიორებს – ასევე, საქართველოს პრეზიდენტს იმ ბრძოლისთვის, ლიდერობისთვის, დროშისთვის, რომელსაც ჰქვია საქართველოს დროშა ევროპაში