სერია A-ს მე-15 ტურში “იუვენტუსმა” “ნაპოლის” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ Campania Sport-ის ეთერში ამ მატჩის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, “პარტენოპეის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საკუთარი თავის აჩრდილია და ოპტიმალური ფორმისგან შორსაა.
“ეს ყველაფერი მაცარის ბრალი სულაც არ არის, მას გუნდის ჩაბარება რთულ პერიოდში მოუწია.
“ნაპოლი” საუკეთესო ფეხბურთელებმა დააღალატეს, არ მესმის, როგორ ვერ შეძლო მეკარესთან პირისპირ მყოფმა კვარაცხელიამ გოლის გატანა? ქართველი საკუთარი თავის აჩრდილია, დღევანდელი შეხვედრა ყველაზე სუსტად ჩაატარა. “ატალანტასთან”, მადრიდის “რეალთან”, “ინტერთან” გუნდი საშინლად გამოიყურებოდა”, –
განაცხადა კიარელომ.
რა ხდება, ხვიჩამ რა გოლი ვერ შეაგდო,რაშია საქმე.სულ უკან უკან წავიდა,რა ხდება.როგორ,ერთხელ ვერ უნდა დაარტყა კარებში? მაშინ რა ფეხბურთელი ხარ,ეს უკვე მერამდენედ,მაგრამ მაინც წარმატებები ვუსურვოთ.ისე ფურთხებას,ხელების შლას და მსაჯთან კამათს თუ თავს დაანებებს,უფრო კაი ბიჭი იქნება.ნერვებიც უნდა მოთოკოს,ძალიან მოიმატა ყვითელმაბარათებმა