მოედანზე საუკეთესო იყო – “პალმერ მალიორკაში” დუდა სანაძის დებიუტი შედგა

დუდა სანაძის შესანიშნავი დებიუტი ესპანურ “პალმერ მალიორკა ბასკეტში”. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა პირველი შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ცუდი ისაა, რომ მისი გუნდი უშანსოდ – 73:109 დამარცხდა და ბოლო ადგილზეა.
მალიორკელებმა ესპანეთის რანგით მეორე ლიგის მორიგ ტურში სტუმრად ალიკანტესთან ითამაშეს და როგორც ანგარიშიდან ჩანს, შანსი არ ჰქონიათ. სანაძემ არასრულ 24 წუთში 21 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. დუდამ 7-დან 5 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 21 ქულით სანაძე არათუ თანაგუნდელთა შორის, არამედ, ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.
პალმერ ბასკეტი 1 მოგების და 6 წაგების ბალანსით გიპუზკოასთან ერთად, სადაც გიორგი კორსანტია თამაშობს, ბოლო ადგილზეა. პალმერი მომდევნო ტურში 23 ნოემბერს მელილიას დაუპირისპირდება.
GFB
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება – “ტორონტო რაპტორსმა” “ინდიანა პეისერსი” დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა – “ტორონტო რაპტორსმა” “კლივლენდ კავალიერსი” დაამარცხა
[VIDEO] ბითაძემ 16 წუთი ნაყოფიერად გამოიყენა – “ორლანდო მეჯიქმა” “ნიუ იორკ ნიქსი” “მედისონ სკვერ გარდენში” დაამარცხა
დუდა სანაძის 17-ქულიანი დებიუტი საბერძნეთში
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის “ალ ნასრში” გააგრძელებს
სანაძის 17 ქულა “ესპეროსს” მოსაგებად არ ეყო
სანაძემ “ანორთოსისში” ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა “ესპეროსი” სტუმრად დამარცხდა