მადრიდის “რეალის” ხორვატმა ვარსკვლავმა ლუკა მოდრიჩმა მორიგი მნიშვნელოვანი ნიშნული დააფიქსირა. ის გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც 35 წლის ასაკის ზევით “ბლანკოსის” ფორმა ყველაზე მეტ შეხვედრაში მოირგო.
38 წლის ნახევარმცველმა ლა ლიგის მე-14 ტურში “კადისთან” 3:0 მოგებულ შეხვედრაში 69 წუთი ითამაშა, რაც 35+ ასაკში ეს “სამეფო გუნდის” მაისურით მისთვის 161-ე მატჩი იყო.
აქამდე რეკორდი ფრანცისკო ბუიას ეკუთვნოდა, რომელმაც ეს ნიშნული 1997 წელს დააფიქსირა.