სოციალურ ქსელში მიშკა ქუმსიშვილის იუმორისტული პოსტი ვრცელდება:
„მოდი 2 წამით ირაკლი ზარქუას ადგილას წარმოვიდგინოთ თავი, ტიპი რა დონის უიღბლო და დაბულინგებულია
აბუ-დაბიში ქოლდფლეის კონცერტზე წასულს ჯერ ქუჩაში აგინეს, თავიდანვე გაუფუჭეს განწყობა. ეს ვიდეო რა თქმა უნდა ვირუსულად გავრცელდა
მერე მთელი ქვეყანა მაგის “ბასანოჩკებზე” ღადაობდა. და იმაზე, ძმაკაცმა რომ არ “დააპაძერჟკა”
მალევე, ვითომც არაფერი ხდებოდა, იხტიბარი არ გაიტეხა და იმ “ძმაკაცთან” ერთად საახალწლო მილოცვის ვიდეო ჩაწერა და თავისივე გვერდზე დადო, რომელსაც დაცინვა ბევრად მეტი ერგო, ვიდრე მოწონება
საღამოს ეტყობა ქოცებმა აქედან დაასხეს, ეს შეურაცხყოფა როგორ მოუთმინე, ყველა ჩვენზე ღადაობსო და ახალი სტრესი დაემატა საბრალოს
მეორე დილით, ღირსების აღსადგენად, საცემრად მიუვარდა 3 “ძმაკაცთან” ერთად იმ ბიჭს, რომელმაც აქეთ ცემა ყველა, კუდამოძუებული გაყარა და რაც წინა დღეს გინება დააკლო, ამჯერად დაუმატა
მთელმა ქვეყანამ ისევ მწარედ დაცინა
ამასობაში, თეფშის მსროლელი ბიჭის ვინაობა მოედო სოც. ქსელებს და ეჭვები გაჩნდა, რომ ოჯახის სიწმინდის დამცველი (ო.ს.დ.) ზარქუა შესაძლოა “იმნაირია”
იგრძნეს რა ო.ს.დ. პროპაგანდის თავზე ჩამომხობის საფრთხე, ოცნების იდეოლოგებმა ცენტრალური ოფისიდან, სასწრაფოდ დაიწყეს თავისივე პროპაგანდისტულ გვერდებზე ზარქუას ვიღაც გოგოსთან ერთად გადაღებული ფოტოების გაავრცელება, ნახეთ ცოლს ღალატობს, ჩვენი ბიჭი ჰეტეროსექსუალიაო (უდიდესი ალბათობით ზარქუასთვის არც შეუთანხმებიათ ამას რომ აკეთებდნენ). შედეგად მივიღეთ, რომ ნახევარ საქართველოს ზარქუა გეი ჰგონია, მეორე ნახევარს კი მოღალატე. ყოველ შემთხვევაში ო.ს.დ. აღარავის. სახლში რომ დაბრუნდება (ოდესმე) ცოლთან როგორ დალაგდება, ეგ კიდევ ცალკე თავის ტკივილი გაიჩინა.
რომ ეგონა უარესი ვეღარაფერი მოხდებოდა, ტიპი უცბად დაიჭირეს და 1 თვე ციხეში გამოკეტეს არაბებთან ერთად, სასამართლოს შემდეგ რა მოხდება და კიდევ რამდენ ხანს დაიტოვებენ, კაცმა არ იცის. ჰიპოთეტურად, რო რამე შეიძლება საჯაროდ გაამათრახონ კიდეც (აი მაგას რო წარმოვიდგენ რომ ერთ მშვენერ დღეს ვრთავ ტელევიზორს და ზარქუას თავის ავაზაკ თანამოაზრეებთან ერთად ლაივში ამათრახებენ, ცუდად ვხდები და ეს რომ ყვირის – ფრიიიდომ!)
ამ ყველაფერთან ერთად, მისი ამ ვაჟკაცობის წყალობით, ემირატები კობახიძეს ოფიციალურ ვიზიტსაც უუქმებს, არადა კობახიძე მაგით ბლატაობდა, აგერ არაბები ლეგიტიმურობას გვიღიარებენო
და ამასობაში ზარქუას დაბადებისდღეც თენდება!
ნამდვილად დაუვიწყარი თავგადასავალი მოიწყო საიუბილეოდ, ვერაფერს იტყვი.
Karma is a bitch… სხვა ქოცებმაც გაითვალისწინეთ ეგ. ზარქუასი თუ არ გჯერათ, სანიკიძეს მოკითხეთ. რომელი უარეს სიტუაციაშია ეგ კიდევ ცალკე საკითხავია. სუფთა Dumb and Dumber წყვილია“