მოდი მოუწოდებს ზელენსკის რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ კიევში თავისი პირველი ვიზიტისას განაცხადა, რომ მზადაა აქტიური წვლილი შეიტანოს მშვიდობის დასამყარებელ ძალისხმევაში. დელი ემხრობა ში მშვიდობის მიღწევას დიპლომატიური გზებით.
“მინდა დაგარწმუნოთ, რომ ინდოეთი მზადაა აქტიური როლი ითამაშოს მშვიდობისკენ მიმავალ ნებისმიერ ძალისხმევაში. თუ მე შემიძლია ამაში რაიმე როლის შესრულება, პირადად, ამას გავაკეთებ, მინდა დაგარწმუნოთ, როგორც მეგობარი”, – თქვა მოდიმ უკრაინის პრეზიდენტ სთან ერთობლივ გამოსვლაში.
მისი სიტყვებით, ინდოეთი ემხრობა უკრაინაში მშვიდობის მიღწევას დიპლომატიური გზით, ამავდროულად მისი სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით.
„ჩვენ ომისგან თავი შორს გვეჭირა, თუმცა ეს არ ნიშნავდა რომ ჩვენ უბრალო დამკვირვებლები ვიყავით, ჩვენ არასოდეს გვქონია ნეიტრალური პოზიცია და პირველივე დღიდან მშვიდობის მხარეს ვიდექით… ამიტომაც ჩამოვედი უკრაინის მიწაზე და მშვიდობის გზავნილით“, – თქვა მან.
მოდიმ და ზელენსკიმ კიევში ინდოეთის პრემიერის ვიზიტს ისტორიული უწოდეს.
მოდიმ გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ ინდოეთი მასპინძლობდა სამიტს “გლობალური სამხრეთის ხმას”, რომელშიც 120 ქვეყანა მონაწილეობდა და სწორედ ამ ქვეყნების სახელით ჩავიდა მშვიდობის გზავნილით.
„გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ვემხრობით … პრობლემების გადალახვის ერთადერთი გზა დიალოგი და დიპლომატიაა. დროის დაუკარგავად ამ მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ, ორივე მხარეს მოუწევს ერთად დაჯდომა და ამ კრიზისიდან გამოსავლის ძიება“, – თქვა ინდოეთის პრემიერმა, რომელმაც ს პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან თვე-ნახევრის წინანდელი შეხვედრაც გაიხსენა.
მოდიმ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ გააკეთა, რის გამოც მას აღარ უპასუხია სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ მოწოდებაზე. მაგრამ, მანამდე თქვა, რომ „ომის დასრულება და სამართლიანი მშვიდობა, უკრაინის პრიორიტეტია“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8-9 ივლისს მოდის პუტინთან შეხვედრას უწოდა „უზარმაზარი იმედგაცრუება“ და “ძლიერი დარტყმა სამშვიდობო ძალისხმევაზე” და თქვა, რომ ” სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ გადაეხვია მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის ლიდერი მსოფლიოს ყველაზე სისხლიან ბოროტმოქმედს”.
მოსკოვში მოდისა და პუტინის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის სარაკეტო თავდასხმა მოხდა კიევში ბავშვთა ჰოსპიტალზე. სულ კიევზე იერიშს 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის იყო ოთხი ბავშვი.
მოდიმ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ომი ვერ იქნება პრობლემის გადაჭრის გზა. მანვე თქვა, რომ პუტინის რეზიდენციაში მოლაპარაკებების დროს უკრაინის თემაზე „ღიად“ გაცვალეს მოსაზრებები და მოლაპარაკებების შედეგად „ძალიან საინტერესო იდეები წარმოიშვა“. ისინი მოდის არ დაუკონკრეტებია, მაგრამ აღნიშნა, რომ “ოპტიმიზმს გრძნობდა” პუტინის მოსმენისას და რომ ორივე მხარე შეთანხმდა “მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად დამყარების” აუცილებლობაზე.
პუტინმა ახლახან გამოკვეთა რუსეთის პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის – ეს არის უკრაინის უარი თავისი ტერიტორიების ნაწილსა და ნატოში გაწევრიანებაზე. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები გავლენ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან.
როგორც Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, ინდოეთი დათანხმდა გადაეცა უკრაინის პრეზიდენტისთვის რუსეთის პრეზიდენტის გზავნილი, თუმცა მოდიმ გამორიცხა შუამავლობის როლის შესაძლებლობა.
ინდოეთი უკრაინაში ომის გამო რუსეთის კრიტიკისგან თავს იკავებს. ეს პოზიცია ნაწილობრივ აიხსნება ინდოეთის დამოკიდებულებით იაფ რუსულ ენერგორესურსებზე და იარაღზე, აღნიშნავს სააგენტო Bloomberg-ი.