HR Hub-ის ორგანიზებით, 21 მაისს, 17:00-19:30 საათზე, ექსპო ჯორჯიაში დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება მიზნად ისახავს სამუშაოს მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირებას და დასაქმების ხელშეწყობას.
ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალში 20-ზე მეტი კომპანია მონაწილე იქნება, რომლებიც აქტიურ ვაკანსიებს და შესანიშნავ შესაძლებლობებს წარმოადგენენ.
“თუ სამსახურის მაძიებელი ხართ ან უბრალოდ ახალი სამუშაო გჭირდებათ უკეთესი პირობებით, ღონისძიება სწორედ თქვენთვისაა.
ფესტივალზე დაგხვდებათ კომპანიების HR მენეჯერები, რომელთანაც გაესაუბრებით, მიიღებთ კარიერულ რჩევებს და რეკომენდაციებს პროფესიული განვითარების შესახებ. გარდა ამისა, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ცნობილი პროფესიონალები წარმოდგენილი სფეროების მიმართულებით გაუზიარებენ მონაწილეებს შთამაგონებელ გამოსვლებს.
გელოდებით თქვენ “დასაქმების ფესტივალზე” და ვუსურვებთ წარმატებას თქვენს კარიერულ გზაზე!”.
ღონისძიებაში მონაწილე კომპანიებისა და სპიკერების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: HR Hub დასაქმების ფესტივალი
დასწრება თავისუფალია, ფესტივალში შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს და ორგანიზაციას.
კერძო სექტორის მხრიდან ფესტივალის მონაწილეები იქნებიან:
